image
image
image

სკოლა ,,აკადემოსის" სარეგისტრაციო ბმული

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე

სკოლა ,,აკადემოსის" საზაფხულო სკოლის სარეგისტრაციო ბმული

საზაფხულო სკოლის სარეგისტრაციო ბმული
მთავარი
სკოლა ,,აკადემოსის''გრანტი ნიჭიერ მოსწავლეთათვის
გლობალური გამოწვევის პერიოდში ბევრ ნიჭიერ მოსწავლეს სასურველი განათლების მისაღებად პრობლემა შეექმნა.  იმ მოსწავლეებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სწავლაზე, გამოირჩევიან შრომისმოყვარეობითა და ნიჭიერებით, მაგრამ არ აქვთ სწავლის მისაღებად საჭირო რესურსი (ინტერნეტი, ტექნიკური საშუალებები, ეკონომიკური თუ ოჯახური პრობლემები),  სკოლა აკადემოსი უპრეცედენტო შანსს აძლევს მიიღონ სათანადო განათლება.
 ჩვენი სკოლა  მომავალი 2021-2022 სასწავლო წლისთვის აცხადებს ნიჭიერი მოსწავლეების მიღებასა და დაფინანსებას (საშუალო საფეხური).
მოსწავლეთა შერჩევა მოხდება ტესტირების გზით. შეირჩევა რამდენიმე  მოსწავლე, რომელსაც სკოლა დააფინასებს 100%,70%,50%-გრანტით. 
გვილოცავს კიევის გაძლიერებული ინგლისურენოვანი პარტნიორი სკოლა!
Независимость - естественная потребность и изначальное право каждого человека и каждой нации! Сегодня праздник у наших замечательных друзей! 26 мая - День Независимости Грузии!
დამოუკიდებლობა არის ბუნებრივი საჭიროება და ფუნდამენტური უფლება ყველა ადამიანის და ყველა ერის! დღეს ჩვენი არაჩვეულებრივი მეგობრების დღესასწაულია! 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
სკოლა  "აკადემოსი"
  •  ,,აკადემოსი" - სკოლა, რომელიც ზრუნავს თქვენი შვილების, როგორც  ერისა და ზოგადად სამყაროს მომავლის, ზნეობრივ სახეზე. ასწავლის მათ სიყვარულს, ურთიერთპატივისცემასა და თანასწორუფლებიანობას, ეროვნული გზით გზას გაუკვალავს საერთაშორისო ასპარეზზეც. 
  • სკოლა ,,აკდემოსის" დამაარსებელია, ი. გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთვარი მეცნიერ -თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იზა ჩანტლაძე, 
  •  სკოლა ,, აკადემოსის'' პარტიორი ორგანიზაციები არიან ევროპის( ISM)  ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი .უკრაინის - კიევის  გაძლიერებული ინგლისურენოვანი სკოლა N 173-ე,ლონდონის ELS-საგანმანათლებლო ცენტრი, UNIQUE LEARNING-საგანმანათლებლო ცენტრი,  ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი,წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი. არაერთი მადლობის სიგელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან,თავისუფალი უნივესიტეტიდან ,აგრარული უნივერსიტეტიდან(წარმატებული მოსწავლეების  აღზრდისთვის )  საგნობრივი ოლიმპიადის  ორგანიზაციის ხელმძღვანელებისაგან .   TV სკოლა- ორგანიზაცია,რომლის დახმარებითაც   დისტანციური სწავლება მიმდინარეობს სრულიად შეუფერხებელი პროცესით .                                                                
  •   სკოლის  მიზანია: სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით აღზარდოს განათლებული, კონკურენტუნარიან გარემოში წარმატებული ახალგაზრდობა.
  • ჩვენს სკოლაში მოსწავლეებს  უყალიბდებათ კულტურული ღირებულებების შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები. ეს მომავალში ხელს შეუწყობს მათს წარმატებას.სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესისა და პრაქტიკული მეცადინეობის საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ, სწავლა გააგრძელონ საქართველოსა და უცხოეთის ნებისმიერ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში. 
  • სკოლა სთავაზობს --დისტანციური სწავლების შემთხევაში , შეუფერხებელ დისტანციურ ჩართულობას. ჰარვარდის უნივესიტეტის დისტანციურ კურსებს,აგრეთვე  ევროპის  ISM  უნივესიტეტის დისტანციურ ბიზნესკურსს.
კიდევ ერთი ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ!

გაცნობებთ, რომ  „(ISM)მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა“, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბიზნეს სკოლად ევროპაში, გააფორმა მემორანდუმი სკოლა „აკადემოსთან“. შემოთავაზების თანახმად, ჩვენი სკოლის უფროსკლასელები გაივლიან ბიზნესის,მენეჯმენტისა და კარიერული წინსვლის კურსებს,რომელსაც წარუძღვებიან ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების წამყვანი ლექტორები.

სკოლა ,,აკადემოსის" დამაარსებლის პროფესორ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი - იზა ჩანტლაძის ნაშრომი
სკოლა ,,აკადემოსის" დამაარსებლის პროფესორ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი - იზა ჩანტლაძის ნაშრომი - ორტომეული წარდგენილია საქართველოს ეროვნულ პრემიაზე. ქართველოლოგიის ეს მნიშვნელოვანი შენაძენი - ორტომეული მონოგრაფია კოდორის ხეობის სვანური მეტყველების შესახებ, მომზადებულია პროფესორ იზა ჩანტლაძის ავტორობითა და ხელმძღვანელობით. ნაშრომის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სამენოვანი სვანურ-ქართულ-გერმანული ლექსიკონი, რომლის თანაავტორი და გერმანული ნაწილის შემსრულებელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ქართველოლოგი პროფესორი ჰაინც ფენრიხი. ,,კოდორული ქრონიკები" (გამოკვლევებითურთ) 2007-2010 და ,,კოდორული სვანური" (გამოკვლევები, ლექსიკონი, ტექსტები)
მადლობის სიგელი სკოლა ,,აკადემოსს''
კიდევ ერთი მადლობის სიგელი სკოლა ,,აკადემოსს''! უკვე მერამდენე წელია ვღებულობთ წამყვანი უნივერსიტეტებისაგან მადლობის სიგელებს წარჩინებული აბიტურიენტების აღზრდისათვის. გვიხარია, რომ ფასდება ჩვენი ამაგი და ყოველგვარი დამატებითი მომზადების გარეშე, სკოლის მოსწავლეები პრესტიჟული უნივერსიტეტების სტუდენტები ხდებიან. მადლობა პედაგოგებს თავდაუზოგავი შრომისათვის. ნინო ჩანტლაძე, თამარ ორმოცაძე, მთვარისა გულიაშვილი, ნესტან კობახიძე, მაია ცინცქალაძე…

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
579 13 07 06; 551 04 11 77 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე

პარტნიორი ორგანიზაციები