სკოლა ,,აკადემოსის“ წარჩინებულ მოსწავლეებს, მედალოსნებს, ვულოცავთ საშუალო საფეხურის წარმატებით დამთავრებას!

სკოლა ,,აკადემოსის“ წარჩინებულ მოსწავლეებს, მედალოსნებს, ვულოცავთ საშუალო საფეხურის წარმატებით დამთავრებას!
ჩვენო ძვირფასებო, საგმირო - სათავგადასავლო ამბების მოყოლა რომ გთხოვონ შვილიშვილებმა, ეჭვი არ გვეპარება , სწორედ სკოლის ამბებით დაიწყებდით:თქვენ ხომ ფეხდაფეხ მოჰყვებოდით სკოლაში არსებულ ყველა ნოვაციას, აქტიურად ერთვებოდით შემოთავაზებულ სასწავლო-შემეცნებით თუ გასართობ პროგრამაში. სწორედ თქვენ ხართ ის ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებული წარმატებებით გვახარებდით და გვარწმუნებდით, რომ შეუძლებელი არაფერია! ასევე, ამავე შემართებით სწავლების პროცესი გააგრძელეთ ყველასთვის უცნაურ, მაგრამ საინტერესო ინტერნეტპლატფორმებზე, ალბათ, მოჰყვებით, როგორ გაუძელით უჩინარ მტერს(კოვიდ 19) ! გაუძელით ყველაზე მკაცრ, მომთხოვნ, მაგრამ მაინც საყვარელ ნაცნობ ,,მტრებს“, მასწავლებლებს! როგორ იბრძოდით სტრესის დასაძლევად . . . გმირულად გაუძელით და თავდაუზოგავად ხარჯავდით ენერგიას, რათა ჩვენი და მშობლების იმედები გაგემართლებინათ. თქვენ ის ბავშვები ხართ, რომლებიც, ათასი სირთულის მიუხედავად, ახალ სამყაროს მხსნელებად მოევლინეთ, რადგან მიხვდით, რომ განათლება ერთადერთი იარაღი იყო თქვენს ხელში და თქვენი მოვალეობა-პასუხისმგებლობა სწორედ ეს იყო.
ახლა კი ,,გენანებათ ბავშობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება, ამასთანავე გიხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება. წინ ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო გელით, სადაც უკვე აღარავინ ჩაგთვლით ბავშვებად. უფრო მეტი პასუხისმგებლობები დაგეკისრებათ, ვიდრე აქამდე, და უფრო რთული და საინტერესო ცხოვრებისეული ბარიერები გაქვთ გადასალახი“, გზას დაგილოცავთ! ღირსეულად განვლეთ თქვენი ცხოვრება. გზის გაკვალვა ჩვენთან ერთად დაიწყეთ, ახლა კი ააყვავილეთ, გააფერადეთ! მრავალი წარმატება მოგველოცოს!

სკოლის დირექცია

facebook კომენტარები

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე