აკადემოსი TV
,,აკადემოსი TV" სწორედ ასე ჰქვია სასკოლო ტელევიზიას, რომელსაც იხილავთ ინტერნეტ სივრცეში და აქცენტი გაკ ე თდ ე ბა მოსწავლეებისთვის საინტერესო, მრავალფეროვან თემებზე . სასკოლო ტელევიზიის მიზანია მოსწავლეებს დაეხმაროს მათი შესაძლებლობებისა და უნარების სრულყოფილად რეალიზებაში.
გადაცემები ჩაიწერება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე, რაც მოსწავლეებს ენის პრაქტიკული გამოყენების მხრივ ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს. გადაცემას ეყოლება როგორც წამყვანები, ისე რეპორტიორები, რომლებიც საინტერესო თემებზე და სიუჟეტებზე იმუშავებენ.