მათემატიკური წრე
მათემატიკური კლუბ "brain boom"-ის ფინალური მუშაობა.მენტორების მიერ ჩატარებული კონკურსი-ვიქტორინა "ლოგიკა და თავსატეხი მათემატიკა" .ჟიურიში : კლუბის კურატორი ნინო ჩანტლაძე და წევრების მიერ არჩეული მოწვეული არაწევრი უფროს კლასელები_მზიკო მეზვრიშვილი და მარიამ ჩანქსელიანი..
სკოლა ,,აკადემოსში” შექმნილია გამოყენებითი მათემატიკის კლუბი - MATH/CLUB, რომელშიც შესარჩევი ტურების მეშვეობით ყოველწლიურად ირიცხებიან ანალიტიკური აზროვნების მოსწავლეები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან(მერვე , მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები). ისინი სწავლობენ არა მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ , არამედ არასაპროგრამო მათემატიკას ინტეგრირებულს ისტ ტექნოლოგიებთან და მას იყენებენ სხვადასხვა სფეროში.

კლუბის მოსწავლეები სწავლობენ და ეუფლებიან მარტივ ამოხსნებს, მოდერნისტულ მიდგომებს, ნოვაციურ მეთოდებს ; იკვლევენ, ამუშავებენ , აგროვებენ ინფორმაციებს და თავად ამტკიცებენ , გამოჰყავთ ფორმულები , კანონზომიერებები, წესები, რომლებსაც იყენებენ პრაქტიკულ მაგალითებსა თუ ამოცანებში; ქმნიან და პერიოდუდად ანახლებენ თავიანთ ელექტრონულ წიგნებს, რომლებშიც არატიპური, არაორდინალური და მარტივი ამოხსნის გზებია, ამოცანები კი - ცხოვრებისეული და კრეატიული, შემოქმედებითი , მოდერნისტული .

კლუბის ხელმძღვანელი და ნოვატორი - ნინო ჩანტლაძე
ისტის ხელმძღვანელი- ნონა გორგილაძე

ელექტრონული წიგნის ნიმუში

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე