საერთაშორისო სერტიფიკატი სკოლა ,,აკადემოსის“ ყველა მოსწავლისთვის!

• მოსწავლეს ეძლევა 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი, რომელიც ეხმარება კარიერულ წინსვლასა და სამუშაოს დაწყებაში (IX-X-XI -კლასელებისთვის სერტიფიკატში აღინიშნება 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლა ,,აკადემოსში“ შეიქმნება ,,მეწარმეთა კლუბი“, რომელშიც გაწევრიანდებიან როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. სკოლის დირექციამ გადაწყვიტა, საკუთარი ხარჯით დააფინანსოს პროექტი: სწავლება უფასოა , სახელმძღვანელოები და საჭირო ნივთები მოსწავლეებს გადაეცემათ საჩუქრად.
Junior Achievement-ი აშშ-ში დაარსდა და თითქმის ასწლიან ისტორიას ითვლის. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ახალგაზრდებს მეწარმეობას, დასაქმებისათვის მზაობასა და ფინანსურ წიგნიერებას ასწავლის შედეგზე ორიენტირებული და პრაქტიკული პროგრამების საშუალებით. ამჟამად Junior Achievement -ის მიერ შემუშავებული პროგრამები 123 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, წარმატებით ისწავლება .
ბიზნესის უნარ- ჩვევების პროგრამების ქართული ვერსია მომზადდა ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს"-ს მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს განათლების პროექტის (G-Pried) ფარგლებში, რომლის მიზანია კითხვის, მათემატიკისა და ბიზნესის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
ბიზნესის უნარ- ჩვევების პროგრამის დახმარებით სკოლა ,,აკადემოსის“ მოსწავლეები შეძლებენ, გამოიმუშაონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია , ლიდერობა, გუნდური მუშაობა, დაგეგმვა და ა.შ. ადრეულ ასაკში სამეწარმეო უნარების, დასაქმებისთვის მზაობის და ფინანსური წიგნიერების შეთავაზებით მოსწავლეები უკეთ მოემზადებიან საშუალო განათლებისთვის და საბოლოოდ კი- სამუშაო გარემოსათვის, როდესაც ისინი საზოგადოებაში გავლენ ზრადასრულ ადამიანებად.
თითოეული მოსწავლე
• იძენს მნიშვნელოვან უნარებს, რომლებიც ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, სწავლის საჭიროების ხედვის ჩამოყალიბებასა და წარმატების მიღწევაში;
• ეძლევა 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი, რომელიც ეხმარება კარიერულ წინსვლასა და სამუშაოს დაწყებაში;
• მონაცემები ინახება ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო"-ს ბაზაში და ორგანიზაციას ნებისმიერ დროს შეუძლია სერტიფიკატის დადასტურების გაცემა;
• ხდება Junior Achievement-ის საზოგადოების წევრი.

დაბოლოს, სკოლა ,,აკადემოსის“ მოსწავლეთა ნაწილს, რომელიც თავს იწონებს საერთაშორისო სერტიფიკატებით, უერთდება თითოეული მოსწავლე მომავალი სასწავლო წლიდან!

facebook კომენტარები

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
2 52 23 45 ; 577 69 42 24 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე