სკოლადამთავრებულები
სკოლა ,,აკადემოსის" ულამაზესი ეზო დღეს ემოციებს ვერ იტევდა. კიდევ ერთი მეთორმეტე კლასი და მადლიერების გულთბილი გამოვლინება. მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება სიმბოლურად აღნიშნეს და სკოლის ეზოში შეკრებილ სასკოლო საზოგადოებას ტკბილეულით უმასპინძლეს. იყო გილწრფელი ემოციები. მადლიერების გამომხატველი სიტყვები და რა თქმა უნდა სევდა, რომელიც სკოლის დამთავრებას თან ახლავს ხოლმე. სკოლა ,,აკადემოსის" გუნდი თითოეულ მე-12 კლასელს ულოცავს სკოლის დამთავრებას და წარმატებას უსურვებს როგორც პირად, ისე კარიერული წინსვლის საქმეში.
კეთილი სურვილებით აჭრელებული თეთრი პერანგები და ემოციური გამომშვიდობება... თვალცრემლიანი მასწავლებლები და მოსწავლეები.... ბოლო ზარი დაირეკა ჩვენი სკოლის დამამთავრებელი მოსწავლეებისათვის. ემშვიდობებიან მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებლებს და გული სწყდებათ.თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც სასიხარულოა და ყველაზე მთავარი- სტუდენტობისთვის მზადება! სკოლა ცოდნის პატარა ტაძარია.
კიდევ ერთი მადლობის სიგელი სკოლა ,,აკადემოსს''! უკვე მერამდენე წელია ვღებულობთ წამყვანი უნივერსიტეტებისაგან მადლობის სიგელებს წარჩინებული აბიტურიენტების აღზრდისათვის. გვიხარია, რომ ფასდება ჩვენი ამაგი და ყოველგვარი დამატებითი მომზადების გარეშე, სკოლის მოსწავლეები პრესტიჟული უნივერსიტეტების სტუდენტები ხდებიან. მადლობა პედაგოგებს თავდაუზოგავი შრომისათვის. ნინო ჩანტლაძე, თამარ ორმოცაძე, მთვარისა გულიაშვილი, ნესტან კობახიძე, მაია ცინცქალაძე…
გილოცავ სასწავლო წლის დამთავრებას

ოქროსმედალოსნები: ნინო გოგიბერიძე, ნიკოლოზ ნასყიდაშვილი, გვანცა თულაშვილი. 
გილოცავთ სკილოს დამთავრებას! 

ოქროს მედალოსანი სოფია ზემლიანსკაია.

უკვე გვენატრებით!

სანდრო, ნინა, მარი, ბექა, ნიკუშ, იკო, ნიაკო, ბარბარე, თოკო, თაკო,

ბოლო ზარიც დაირეკა, ასე რომ ელოდებოდით.

,,გენანებათ ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება, ამასთანავე გიხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება. წინ ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო გელით, სადაც უკვე აღარავინ ჩაგთვლით ბავშვებად. უფრო მეტი პასუხისმგებლობები დაგეკისრებათ, ვიდრე აქამდე, და უფრო რთული და საინტერესო ცხოვრებისეული ბარიერები გაქვთ გადასალახი“, გზას დაგილოცავთ! ღირსეულად განვლეთ თქვენი ცხოვრება. გზის გაკვალვა ჩვენთან ერთად დაიწყეთ, ახლა კი ააყვავილეთ, გააფერადეთ! მრავალი წარმატება მოგველოცოს!

დირექცია, პედაგოგები.

1. ბრაჭული სალომე ოქროს მედალოსანი
2.ბუჩუკური ანა
3.მჩითავიშვილი ირაკლი
4.გელხაური გურამი
5.ჩილინგარაშვილი ლევანი
6. მაისურაძე თორნიკე
7. ღურწკაია ლანა
8. გრძელიძე მეგი
9.გოგილაძე ქრისტინე
10. კენჭაძე საბა
11.გიორგი ჩემინავა
ვულოცავთ მეთორმეტე კლასელებს სკოლის წარმატებით დამთავრებას!

მეთორმეტე კლასელებმა წარმოადგინეს ინსცერირება "ფიფქია", რომლის მთავარი გმირის როლში ვიხილეთ კლასის დამრიგებელი ნინო ბაქრაძე, ხოლო ბოროტი ჯადოქრის როლი მოირგო სასწავლო ნაწილმა, თამარ ორმოცაძემ.
პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მეტად საინტერესოდ წარმოადგინეს სასცენო ეპიზოდები სკოლის ცხოვრებიდან. დასკვნით ნაწილში სკოლის დირექტორმა ქ.ნ. თამარმა წარმატებები უსურვა მოსწავლეებს და მედლის კანდიდატების მშობლებს ტრადიციისამებრ გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
579 13 07 06; 551 04 11 77 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე