წრეები
მსოფლიოს მრავალი კულტურა გამოირჩევა თავისი მითებითა და მითიური პერსონაჟებით, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ წინაპრების თვალით შევხედოთ სამყაროს. საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ახალ კულტურასთან ასიმილირებული ქართული მითოლოგია დღეს ბევრისთვის უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კულტურებზე არანაკლებ საინტერესო და მრავალფეროვანი წარმართული რწმენები, ტრადიციები, მითები, სიმღერები, ლექსები და პერსონაჟები იმალება მივიწყებული თქმულებების უკან.
სკოლა ,,აკადემოსში ''ფუნქციონირებს ფეხბურთის კლუბი ,რომელსაც ხელმძღვანელობს ოთარ კორინთელი (მწრთვნელი)
სკოლა „აკადემოსში“ აქტიურად ფუნქციონირებს „კიოკუშინკაი კარატეს“ წრე. ეს საბრძოლო ხელონება მსოფლიოში კარატეს ყველაზე ძლიერ სახეობად ითვლება, რომელიც ხასიათდება ილეთების ეფექტურობით და მისი უმაღლესი მიზანი არა მარტო სხეულის ფიზიკური, არამედ სულიერი სიძლიერის განვითარებაცაა - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“.

წარმატებებს ვუსურვებთ, ჩვენს მოსწავლეებს!
პროექტი ხელს უწყობს, როგორც მოსწავლეთა გააქტიურებას და სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტაში მათ მონაწილეობას, ასევე მოსწავლეთა თავდაჯერებულობის, საკუთარი პიროვნების მნიშვნელობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავებას. დებატების სკოლის ხელმძღვანელია საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი.
სკოლა ,, აკადემოსის“ ლიტერატურული წრის წარმატებული მუშაობის შედეგად დაიბეჭდა შემოქმედ მოსწავლეთა ლიტერატურული კრებული.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და ზრდასრულისთვის, ამაზე ბევრი ინფორმაცია გვსმენია სპეციალისტებისაგან, ეკრანებიდან, პრესიდან თუ ინტერნეტსივრციდან. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკოლამდელი აღზრდისა და სკოლის ასაკში სწორ კვებას. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა “აკადემოსის“ მოსწავლეები განებივრებულნი არიან წრეებითა თუ კლუბებით, სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, გაიხსნა ახალი კლუბი "cooking time", რომელშიც ჩართულნი იქნებიან V-VII კლასის მოსწავლეები.
ხელმძღვანელი - ნატა ჩხაიძე რესპუბლიკისა და საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალების აქტიური მონაწილე.

ორგანიზატორებისაგან  მრავალჯერ აქვს მიღებული მადლობის სიგელები (თბილისი, პარიზი, ბულგარეთი, ესპანეთი, იტალია, თურქეთი).

შიდასასკოლო მუსიკალური პროექტების წამყვანი- ხელმძღვანელი;
მუსიკალური ოთხწლედის ხელმძღვანელი.
 
სპორტული ცეკვვა - ხელმძღვანელი მარიამ ყაჭეიშვილი.
ჭადრაკის წრეს  ხელმძღვანელობს მარიამ ნიქაბაძე. საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი იუნიორებში (ახალგარდული ჩემპიონატი) ეროვნული ოსტატის ტიტულის მფლობელი ქალთა შორის.

ფიდეს ელო რეიტინგი 1991. იმერეთის მრავალგზის ჩემპიონი. საჭადრაკო ტელევიზიის წამყვანი. მოსწავლეები წარმატებით ასპარეზობენ ჭადრაკის სასახლეში გამართულ ჩემპიონატებზე, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სასკოლო ლიგის ტურნირში .
 
სკოლა ,,აკადემოსის" დირექციას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება საცურაო აუზ ,,ოლიმპიკის" დირექციასთან (მდებარე ამერიკის საელჩოსთან). სურვილის შემთხვევაში მოსწავლეებს მოაემსახურება ტრანსპორტი.
წრის ხელმძღვანელი - თინათინ სტურუა, პირველივე კლასიდან მოსწავლეები შეისწავლიან საოფისე პროგრამებს (Word, Exel, Power Point, Moevie maker) და ინტერნეტის გამოყენებას. მათ ეს პროგრამები ეხმარებათ სხვადასხვა საგნებში საინტერესო თემატიკის პრეზენტირებისათვის. ასევე შეისწავლიან პროგრამირბას და ანიმაციებს.
ჰარვარდის დიპლომი სკოლა ,,აკადემოსის ''მე-11 კლასის მოსწავლეს ნიკოლოზ გოგიბერიძეს. სკოლა ,,აკადემოსის'' საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ჰარვარდის კომპიუტერული მეცნიერების კურსს გადიან. ლექციებს ჰარვარდის მემორიალური დარბაზიდან ამავე ინსტიტუტის პროფესორი დევიდ მალანი კითხულობს.

ხელძღვანელი - მხატვარი მაია მერაბიშვილი

მხატვართა კავშირის წევრი.
მინაზე ვიტრაჟული ხავის ხელოვანი.
გამოფენები: ნიუ-იორკი (აშშ), ესპანეთი, ინდოეთი -გოა.
ინდო -ქართული ფესტივალის აქტიური მონაწილე.
ქორეორგაფი ზაზა ბიბილეიშვილი
 
ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის საქართველოს ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე (ყოფილი);
სკოლა „აკადემოსთან“ არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლ „დარიალის“ სამხატვრო ხელმძღვანელი (სკოლა „აკადემოსის“ დაარსების დღიდან);
არაერთი გრამპრის, პირველი ადგილისა და მადლობის სიგელის მფლობელი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
სატელევიზიო შოუ ,,ფლეშმობის’’გამარჯვებული(პირველი ადგილი).
თეატალური სტუდიის ხელძღვანელი - სანდრო ახმეტელის თეატრისა და საბავშვო თეატრალური სტუდიის ,,თეატრალის'' სამხატვრო ხელძღვანელი, რეჟისორი ბ-ნი ლაშა გოგნიაშვილი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე სტუდიის წევრებისა და ხელმძღვანელების გამარჯვებებში:







  1. ბულგარეთი -სპექტაკლი ,,პეპი გრძელი წინდა (გრანპრი),
  2. სანქტ-პეტერბურგი (გრანპრი),
  3. სპექტაკლი ,,მოკვეთილი''ვაჟა-ფშაველა(პირველი ადგილი),თბილისი. განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი .
  4. სპექტაკლი ,,გოგლაურა', ფოლკორული სანახაობა (სპეციალური პრიზი ) ; ესპანეთი.
  5. სპექტაკლი ,,ყველაზე ძვირფასი'' (ვისოცკის პიესის მიხედვით);
  6. სპექტაკლი ,,თოვლის დედოფალი'' საფრანგეთი- სპეციალური პრიზი.
  7. სპექტაკლი ,,ბურატინო'' პირველი ადგილი მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის მიერ მოწყობილ თეატრალურ ფესტივალზე.თბილისი.
  8. სპექტაკლი ,,ქეთო და კოტე''.ბორჯომის თეატრალურ ფესტივალზე .გრანპრი
  9. სპექტაკლი,, წუნა და წრუწუნა''სპეციალური პრიზი თურქეთი-საერთაშორისო ფესტივალი.
  10. სპექტაკლი ,,პიტერ პენი'' . თურქეთი.გრანპრი და მრავალი სხვა.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
579 13 07 06; 551 04 11 77 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე