რესპუბლიკური პროექტი 2013-2014წ
08.06.2014-ში ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში განხორციელდა პროექტი მწვანე წიგნომანი"
ამ პროექტის ფარგლებში სკოლა "კაი ყმის" საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია "ვაჟა- ფშაველას" შემოქმედებაზე. მათ ჟიურის მოწონება დაიმსახურეს და წარმატებასაც მიაღწიეს.
2014 წლის 1 ივნისს სკოლა "კაი ყმის" მოსწავლეები მიწვეულნი იყვნენ სახალისო სპორტულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მოაწყო საერთაშორისო კორპორაცია აისარის (ICR) ორგანიზაციამ. აღნიშნული ოლიმპიადა ჩატარდა თბილისში ბაზირებული 6 კერძო სკოლის ნაკრები გუნდისათვის. გუნდის წევრებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ ცენტრალურ

არხებზე გასული, ყველა ბავშვისათვის საყვარელ და ნაცნობ გეიმ-შოუს რეალურ გარემოში. საერთაშორისო კორპორაცია აისარმა (ICR) ჩვენს მოსწავლეებს საშუალება მისცა რამდენიმე საათის განმავლობაში გართობილიყვნენ და ერთად გაეტარებინათ დაუვიწყარი დრო სასიამოვნო და სახალისო განწყობით.
ქ.თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის შემოთავაზება

სკოლა "კაი ყმის" დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ შემოთავაზებულ პროექტში, რომლის მიზანია, გააცნონ ზოოპარკი, როგორც კლასგარეშე დამხმარე საგანმანათლებლო რესურსი, საბუნებისმეტყველო, გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური მიმართულებით და მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციების შესახებ.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია აგრეთვე მიღებული ინფორმაციისა და შთაბეჭდილებების ფურცელზე გადატანა.
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება ინტელექტუალური კონკურსი: "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" მოსწავლეთა შორის.

მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიასა და საზღვარგარეთ არსებული ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს:

კონკურსში მონაწილეობას იღებენ სკოლა "კაი ყმის" საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები..
2013 წლის 28 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ..საახალწლო შოუ" სადაც მონაწილეობა მიიღეს საკოლა ,,კაი ყმის" მოსაწავლეებმა
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამები

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემოთავაზებით სკოლა „კაი ყმის“ სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობენ მუზეუმის მიერ შემოთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებში.
პროგრამა ითვალისწინებს საინტერესო აქტივობებისა და ინფორმაციული მასალის მიწოდებას. პროექტი ხორციელდება ჯანაშიას სახ. მუზეუ...იხილეთ მეტი
პროკრედიტ ბანკისა და გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,შეეხე მათემატიკას" სკოლა ,,კაი ყმა" და მისი მოსწავლეები აქტიურად ღებულობენ მონაწილეობას. ბავშვების დიდი მოწონება დაიმსახურა ყველა ექსპონატმა. გამოფენაზე ვიზიტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.
გარემოს დაცვის სამინისტროს შემოთავაზებით სკოლა "კაი ყმა" ერთვება პროექტში "ჩემი სკოლა ბუნებაში". პროექტის მიზანია საქართველოს მასშტაბით დაცული ტერიტორიების მონახულება. პირველ ეტაპზე საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეები გაემგზავრებიან ქუთაისში, სადაც მოინახულებენ სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეებს, გელათის მონასტერსა და ბაგრატის ტაძრებს. ჩაუტარდებათ ლექცია გარემოსდაცვით თემაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
2 52 23 45 ; 577 69 42 24 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე