საერთაშორისო პროექტი 2015-2016წ
გაემგზავრეთ ლონდონის პრესტიჟულ კოლეჯში სასწავლებლად!
სკოლა ,,კაი ყმის" მოსწავლეებს  შესაძლებლობა  ეძლევათ,დარეგისტრდნენ და მოიპოვონ  გრანტები. HMCპროგრამის  ფარგლებში  ჩვენი   ერთ -ერთი მოსწავლე (ქეთევან რუხაძე)  უკვე ორი წელია  წარმატებით სწავლობს  ,,Seaford collage"-ში (100%-იანი  დაფინანსებით).
HMC-ის პროექტის გარდა, სკოლა ,,კაი  ყმის"უფროსკლასელებს   ვთავაზობთ კიდევ ორ ახალ პროექტს.  დაფინანსება ხდება  80%, 50%,  30%-იანი  გრანტებით.
N1.  Highbury College Scholarship. 
N2.  Bosworth Independent College Scholarship.
რეგისტრაციისთვის გთვაზობთ ლინკს:
http://uniquelearning.ge/registration-form-for-scholarship-programs/

VII საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი(2016წ)
სკოლა ,,კაი ყმის" თეატრალურმა სტუდიამ ამა წლის 26.06 -2.07 იმოგზაურა ესპანეთში, სადაც მონაწილეობა მიიღო VII საერთაშორისო ფესტივალზე. წარმოდგენილი იყო სპექტაკლი ,,გოგლაურა" და ფოლკლორული დუეტები.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს არაჩვეულებრივი შესრულებისათვის და განსაკუთრებით მათ პედაგოგებს: რეჟისორს ლაშა გოგნიაშვილს და ნატა ჩხაიძეს (ვოკალის პედაგოგი), აგრეთვე დიდი მადლობა მშობლებს თანადგომისათვის.
სკოლას გადაეცა ჯილდო და სერტიფიკატი
ბავშვთა ხელოვნების XVIII საერთაშორისო კონკურსში, რომელიც ეწყობა სერბიაში, ქ. ბელგრადში ჩატარდება 2016 წლის 2-5 ოქტომბერს. ამასთან დაკავშიერებით სკოლაში მოეწყო კონკურსი.
საკონკურსო თემაა: ბავშვობა, მეგობრობა , გართობა- თამაშობები, მშობლები, მზე, ჩიტი, ევროპა, მშვიდობა, პური, სიმღერა, თავისუფლება. შეირჩა საუკეთესო ნამუშევრები და გაიგზავნა ქ.ბელგრადში სკოლის დაფინანსებით
ნახატების ავტორები არიან:
სკოლა ,,კაი ყმის" დირექციამ მემორანდუმი გააფორმა საერთაშორისო ორგანიზაციასთან
,,HEAVENLY CULTURE WORLD PEACE RESTORATION OF LIGHT,, რომელიც ემყარება მსოფლიოში მშვიდობის საკითხებზე განათლებას . პროექტში ჩართულები არიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. ისინი ორგანიზატორებთან ერთად მიიღებენ შეხვედრებში მონაწილეობას და მშვიდობის საკითხებთან დაკავშირებით დაამუშავებენ თემებს, ამასთან დაკავშირებით დღეს სკოლაში მათთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრები და ურთიერთთანამშრომლობა განხორციელდა ინგლისურ ენაზე.
გთავაზობთ 3 წთ-იან საკონკურსო ვიდეო-გაკვეთილებს, რომლებიც გადაიგზავნა ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში ,,oxfam" როგორც უკვე ცნობილია, 10 მაისიდან შეირჩევა საუკეთესო ვიდეო -გაკვეთილები და გამოვლინდება გამარჯვებული ვიდეო.
ყველას მოგიწოდებთ დაულაიქოთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს
https://www.facebook.com/oxfam.georgia/?fref=nf
2015 წლის 13 დეკემბერს ტარდება ტესტირება ინგლისურ ენაში, HMC ის პროგრამის ხელმძღვანელთა მიერ. როგორც უკვე ცნობილია, ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლე ქეთევან რუხაძე დაფინანსდა 50 000 ფუნტი სტერლინგით და სწავლობს ლონდონის ერთ-ერთ საუკეთესო კოლეჯში. ვუსურვებთ სკოლა ,, კაი ყმის" მოსწავლეებს წელსაც მოეპოვებინოთ 100%- იანი და 70 %-იანი გრანტები.
წარმატებები

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
579 13 07 06; 551 04 11 77 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე