საერთაშორისო პროექტი 2018
რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი , როცა ახალი წელი ახალი წარმატებით იწყება?

გამგზავრებამდე შერჩეული ახალგაზრდები გაივლიან მოსამზადებელ ტრენინგებს, რომელიც ნატოს საინფორმაციო ცენტრისა და ევროინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება.
ვიზიტი მოიცავს ოფიციალურ ნაწილსაც და ექსკურსიებსაც. მის ფარგლებშიმოსწავლეებს შეეძლებათ პროდუქტიული მუშაობა, ცოდნის გაღრმავება,მნიშვნელოვანი პროფესიული ინფორმაციის მიღება და, ამასთან ერთად, ექნებათ საშუალება, დაათვალიეროთ ნიუ-იორკისა და ვაშინგტონში (ვიზიტი თეთრ სახლში) არსებული ღირშესანიშნაობები.
გილოცავთ ყველას ამ წარმატებას და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ამერიკის საელჩოს საქართველოში ასეთი ნდობის გამოცხადებისთვის

What can be better than starting New Year with new successes?
Students and their parents received Visa of America in school of "Akademos"

Talented, successful and purposeful young people, who are ambitious and wants to get international experience, are encouraged to take part in an UN project in New York, which aims is to involve young people in international affairs.
The delegation of School "Akademos" will set out to NY in March, 2018.

Before the departure, the selected students will undertake preparatory trainings with the support of the NATO Information Center and European Integration Ministry.
The visit includes official sides and excursions. Students will be able to work on productive work, enhance knowledge, get important professional information and, at the same
time, have the opportunity to visit sightseeing in New York and Washington (Visit White House).
We congratulate to everyone and especially we thank to the USA embassy of Georgia for such trustiness.
19.01.2018

მსგავსი ამბები

TOEFL -ის კიდევ ერთი საინტერესო საერთაშორისო პროექტი
ყველამ კარგად იცის TOEFL-ის საერთაშორისო პროგრამების შესახებ, ETS Toefl: Primary, Junior, ITP, Score Roaster.
2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლა ,,აკადემოსის" მოსწავლეებს მე-3 კლასიდან შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ TOEFL-ის ინგლისური ენის კურსებს. სექტემბერში ჩატარდება ტესტირება, რომლის მიხედვითაც (ცოდნის დონე) გადანაწილდებიან მოსწავლეები შესაბამის ჯგუფებში. ერთი წლის განმავლობაში სკოლა უზრუნველყოფს სასწავლო მასალების მიწოდებას და მეცადინეობას, ხოლო სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ მოსწავლეებს შეეძლებათ გამოცდაზე გასვლა (დეკემბერი, ივნისი), დონის განსაზღვრა, საერთაშორისო სერტიფიკატის მიღება.
გამოცდისთვის მომზადება მთელი წლის გამავლობაში სკოლა ,,აკადემოსის" მოსწავლეთათვის არის უფასო.
წიგნის კითხვის, როგორც მშობლიური, ასევე უცხოური ლიტერატურის, დეფიციტი საგრძნობლად შეიმჩნევა ჩვენი სატელევიზიო გადაცემებიდან თუ ინტერვიუებიდან, ამიტომ სკოლა ,,აკადემოსის"დირექცია ჩაერთო პროექტში, რომელსაც ეწოდება ,,The King's & Queen's literature Club" (პროექტის ავტორი Alex JAMAL-ინგლისი).
სკოლა ,,აკადემოსის“ დირექციამ გადაწყვიტა აქციოს მოსწავლე გლობალური ურთიერთობის ნაწილად. გააცნოს ქვეყნები, კულტურები და სოციალური ჯგუფები. წიგნის კითხვის საშუალებით გაამდიდროს მათი ლექსიკური მარაგი და გაუუმჯობესოს მართლწერა, ამიტომ ჩვენთან იხსნება ,,წიგნის კლუბი". მთელი წლის განმავლობაში მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, წაიკითხონ ორიგინალში ინგლისური ლიტერატურა და ყოველ კვირას შეხვდნენ ინგლისელ ლიტერატორებს, რომლებთანაც კომუნიკაცია ექნებათ ინგლისურ ენაზე. გაიმართება დისკუსია წიგნის ავტორისა და ნაწარმოების შესახებ. წლის ბოლოს ჩატარდება ინგლისურენოვან ცენტრ ,,Unique Learning"-ში ინტელექტუალური თამაში( კითხვები დასმული იქნება წაკითხული ნაწარმოებებიდან).
ეს პროექტი სწავლებაში სრულიად ახალი მიდგომაა, რომელიც მიზნად ისახვს მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობას.
ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მოსწავლეები წაიკითხავნ 7 ინგლისურენოვან წიგნს, განიხილავენ მათ, გამართავენ დისკუსიას და ჯგუფები სხვადასხვა ინტელექტუალურ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას.
საბოლოოდ გამარჯვებული ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს ინგლისურ ენაზე გამართულ ინტელექტუალურ შეჯიბრებაში და დაჯილდოვდება პრიზებით.
• მოსწავლეს ეძლევა 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი, რომელიც ეხმარება კარიერულ წინსვლასა და სამუშაოს დაწყებაში (IX-X-XI -კლასელებისთვის სერტიფიკატში აღინიშნება 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლა ,,აკადემოსში“ შეიქმნება ,,მეწარმეთა კლუბი“, რომელშიც გაწევრიანდებიან როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. სკოლის დირექციამ გადაწყვიტა, საკუთარი ხარჯით დააფინანსოს პროექტი: სწავლება უფასოა , სახელმძღვანელოები და საჭირო ნივთები მოსწავლეებს გადაეცემათ საჩუქრად.
Junior Achievement-ი აშშ-ში დაარსდა და თითქმის ასწლიან ისტორიას ითვლის. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ახალგაზრდებს მეწარმეობას, დასაქმებისათვის მზაობასა და ფინანსურ წიგნიერებას ასწავლის შედეგზე ორიენტირებული და პრაქტიკული პროგრამების საშუალებით. ამჟამად Junior Achievement -ის მიერ შემუშავებული პროგრამები 123 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, წარმატებით ისწავლება .

facebook კომენტარები

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
2 52 23 45 ; 577 69 42 24 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე