შიდა სასკოლო
სკოლა ,,აკადემოსში" ა.წ. 8 ივნისს ჩატარდა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ღონისძიება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინსცენირებები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. პედაგოგები: თამარ კულულაშვილი ხატია ბიბილური ნინო კვარაცხელია ნატა ჩხაიძე (ვოკალის პედაგოგი) ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა თამარ ჩანტლაძემ, წარმატებულ მოსწავლეებს გადასცა საჩუქრები, დიპლომები და სერტიფიკატები. დასახელდა სკოლის 2017-2018 სასწავლო წლის საუკეთესო მოსწავლე დაწყებით საფეხურზე ანასტასია ბაკურია III -კლასი. წლის საუკეთესო მოსწავლე გამოირჩევა არა მარტო მაღალი აკადემიური მოსწრებით, არამედ ოლიმპიადებზე, შიდასასკოლო და საერთაშორისო პროექტებში აქტიური და წარმატებული ასპარეზობით. ასეთი მოსწავლეები დიპლომებთან ერთად ჯილდოვდებიან ფულადი პრემიებით. გისურვებთ წარმატებებს!
სკოლა ,,აკადემოსის" პატარა გენიოსებმა ექვსი ძირითადი საგნის უბადლო ცოდნითა და შემოქმედებით -ანალიტიკური უნარით მოხიბლეს თავიანთი მშობლები ღია გაკვეთილების მსვლელობისას.
გილოცავთ პატარებო!
მრავალი წარმატება მოგველოცოს!
პედაგოგები: ია ბრეგვაძე (ქართული ენა და ლიტერატურა)
თამარ ქემოკლიძე (მათემატიკა)
ხატია ბიბილური (ინგლისური ენა)
თამარ კულულაშვილი (ხელოვნება)
ნინო კვარაცხელია (რუსული ენა)
მთვარისა გულიაშვილი (ბუნება)
დღესდღეობით მრავალი მეთოდი არსებობს ბავშვის მოტივაციის ასამაღლებლად, თუმცა მომავლის გამოწვევას ლიდერთა ხასიათი და მათი შრომისუნარიანობა     უმკლავდება. შიდასასკოლო პროექტ ,,საუკეთესო პრეზენტატორის“ მიზანიც იმ ძირითადი უნარ-ჩვევების განვითარებაა, რომელთა წყალობითაც თითოეული   მოსწავლე თავდაჯერებულია, ადგილს იმკვიდრებს და საკუთარი შესაძლებლობებს აცნობს საზოგადოებას.

1.პირველი სემესტრი განკუთვნილია საინტერესო პრეზენტაციის მოსამზადებლად. კლასში საგნის პედაგოგი ირჩევს ერთ ან ორ საკონკურსო   ნამუშევარს(სხვადასხვა თემატიკით ) და წარადგენს მეორე სემესტრში დანიშნულ დროს.

2.პრეზენტაციების საკონკურსო ეტაპი, II ტური, 2018 წლის 2 მაისს დასრულდა .პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ დასახელდა საუკეთესო პრეზენტატორი , საუკეთესო ინფორმაციულ-შემეცნებითი პრეზენტაცია და საუკეთესო შემოქმედებითი პრეზენტაცია. გამარჯვებული პრეზენტატორები დასაჩუქრდებიან.

გამარჯვებულები: VIII-IX-X კლასები
1. საუკეთესო პრეზენტატორი- მარიამ ჩანქსელიანი (,,ყველაზე არაჰუმანური სასჯელი“, ქართული ენა),
2. საუკეთესო შემოქმედებითი პრეზენტაცია - გ. თულაშვილი, ნ. ნასყიდაშვილი (,,საშუალო ასაკი“, გეოგრაფია),
საუკეთესო ინფორმაციულ-შემეცნებითი პრეზენტაცია - ნ. გოგიბერიძე (,,მთლიანი შიდა პროდუქტი“ , გეოგრაფია).

გამარჯვებულები: V-VI-VII კლასები
1. საუკეთესო პრეზენტატორი- ნუცა გახოკიძე (,,სწრაფი კვების ობიექტები“, ინგლისური),
2. საუკეთესო შემოქმედებითი პრეზენტაცია - ლ.მუკბანიანი(,,ჯვაროსნული ლაშქრობები“, ისტორია),
3. საუკეთესო ინფორმაციულ-შემეცნებითი პრეზენტაცია - ნ. რუხაძე (,,მიქელანჯელო“,ხელოვნება“, ,,კიბერსპორტი“- რუსული ენა).
2018 წლის 7 მაისს სკოლა ,,აკადემოსში" ჩატარდა შიდასასკოლო პროექტი ,,მართლწერის კონკურსი" (ინგლისურ ენაში), რომელშიც მონაწილეობდნენ Iკლასის მოსწავლეები.
35 წუთის განმავლობაში მოსწავლეებს უნდა დაეწერათ 150 ინგლისური სიტყვა.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა სამი გამარჯვებული:
I ადგილი- გიორგი შედანია - 137 სწორი სიტყვა
II ადგილი- დემეტრე ვარდიაშვილი - 127 სწორი სიტყვა
III ადგილი- კესო ლომიძე - 93 სწორი სიტყვა
პედაგოგი: ხატია ბიბილური
ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი პედაგოგებს.<3
დიდი მადლობა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს არაჩვეულებრივი საჩუქრისათვის.
ხატვის პედაგოგი: მარინა ჯაფარიძე
პედაგოგებო, აბა ვინ ამოიცნობს საკუთარ თავს? :)
პორტრეტების ავტოები არიან:
1. ლიზი კურტანიძე;
2. მარიამ გაბრავა;
3. ბარბარე გოგონაძე;
4. ნინი სამსიანი;
5. ანასტასია არევაძე;
6. დაჩი მელიქიძე;
7. ქრისტინე ყიფიანი;
8. ნინო ხავთასი;
9. ნანუკა ბაღდავაძე;
10. ნიკოლოზ ბიწაძე;
11. ანასტასია ნასყიდაშვილი;
12. მარიამ გრიგოლია;
13. ბარბარე მუკბანიანი;
14. ნიკოლოზ წიკლაური;
15. ნუცა გახოკიძე;
16. ანა სამსიანი;
17. თამარ აროშიძე;
18. ელენე მაჭავარიანი.
დღესდღეობით მრავალი მეთოდი არსებობს ბავშვის მოტივაციის ასამაღლებლად, თუმცა მომავლის გამოწვევას ლიდერთა ხასიათი და მათი შრომისუნარიანობა უმკლავდება. შიდასასკოლო პროექტ ,,საუკეთესო პრეზენტატორის“ მიზანიც იმ ძირითადი უნარ-ჩვევების განვითარებაა, რომელთა წყალობითაც თითოეული მოსწავლე თავდაჯერებულია, ადგილს იმკვიდრებს და საკუთარი შესაძლებლობებს აცნობს საზოგადოებას.
1 მაისს სრულდება II ტური. პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ დასახელდება საუკეთესო პრეზენტატორი , საუკეთესო ინფორმაციული პრეზენტაცია და საუკეთესო შემოქმედებითი პრეზენტაცია. გამარჯვებული პრეზენტატორები დასაჩუქრდებიან.
გისურვებთ წარმატებას!
შეხვედრა ზღაპრის ავტორთან ქალბატონ თამარ ჩაჩიბაიასთან მწერალთა სახლში.
რუსული ენისა და ფრანგული ენის ინტეგრირებული გაკვეთილი

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
579 13 07 06; 551 04 11 77 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე