რესპუბლიკური 2018-2019
ვულოცავთ ნინი გოგიბერიძეს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში წარმატებას. ნინი გოგიბერიძეს გადაეცა სამდღიანი საგზური ბაზალეთზე.
დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა რეგიონალური ტური ინტელექტუალური თამაშისა ‘’ტვინების ბრძოლა’’, სადაც სკოლა ’’აკადემოსის‘’ სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა პირველი ადგილი მოიპოვეს და გადაეცათ თასი, ყველა გუნდმა დაიმსახურა საზაფხულო ბანაკის დაფინანსება( 78ლ,56ლ, 48ლ, 35ლ). პარალელურად კი უფროსკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს, როგორც რეგიონალურ ტურზე(II ადგილი), ასევე ინგლისურენოვან ინტელეტუალურ თამაშში ’’ Quidditch’’ (ქვიდიჩი) და გადავიდნენ ფინალში.


სკოლა ,,აკადემოსის" მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროექტში "ბავშვთა უფლებები და კონსტიტუცია".

პროექტზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა:


• ბავშვთა უფლებები და საერთაშორისო კანონმდებლობა;

 


• ,,არ არსებობენ ბავშვები, არსებობენ ადამიანები" (საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ბავშვთა უფლებები);


• არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თავისებურებანი;


• ბულინგი და მისი გამომწვევი მიზეზები.

ვულოცავთ VI-VIII კლასის მოსწავლეებს: მარიამ სუჯაშვილს, ლუკა მუკბანიანს, ნია ფანჩულიძეს, მარიამ გრიგოლიასა და ბარბარე მუკბანიანს პროექტ "ყველაზე წიგნიერის" პირველ ტურში წარმატებულ ასპარეზობას და მეორე ტურში გადასვლას საუკეთესო შედეგებით! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წიგნიერი მოსწავლეებით

ვულოცავთ IX კლასის მოსწავლეებს: მეა ამირიძეს, ანა გოგოლაძეს, მარიამ კორახაშვილს საბა თულაშვილს და მარიამ ჩანქსელიანს პროექტ "ყველაზე წიგნიერის" მეორე ტურში გადასვლას!

ნინი გოგიბერიძე - ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა
ანა გოგოლაძე - ქართული ენა და ლიტერატურა
ნიკოლოზ ნასყიდაშვილი - ქართული ენა და ლიტერატურა
პედაგოგები: თამარ ორმოცაძე, თამუნა კვიციანი, ხატია ბიბილური

 

პროექტ „ყველაზე წიგნიერის“ მიზანია სკოლის მოსწავლეებს შორის ლიტერატურისადმი ინტერესის გაღრმავება და წიგნის კითხვის პოპულარიზაცია ვიქტორინების, კონკურსებისა და გასართობ-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებით.

 

პროექტში მონაწილეობას იღებს სკოლა "აკადემოსის" შემდეგი მოსწავლეები:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, პროექტი "ბავშვთა უფლებები"-ს ფარგლებში ახორციელებს ზამთრის სკოლას თემაზე - "ბავშვთა უფლებები და კონსტიტუცია". 
პროექტი სამდღიანია და განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა:

• ბავშვთა უფლებები და საერთაშორისო კანონმდებლობა;
• საქართველოს კონსტიტუციური რეფორმა;
• ,,არ არსებობენ ბავშვები, არსებობენ ადამიანები" (საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ბავშვთა უფლებები);
• არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თავისებურებანი;
• ბულინგი და მისი გამომწვევი მიზეზები.

პროექტში მონაწილეობენ:


1. ნინი გოგიბერიძე
2. ანა გოგოლაძე
3. ანა ბაღდავაძე
4. გიორგი გოგრიაშვილი
5. მარი გოგონაძე
6. ნიკა ჭიღლაძე

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
579 13 07 06; 551 04 11 77 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე