შიდა სასკოლო 2018-2019
ქორეოგრაფები: ზაზა ბიბილეიშვილი და ბენო ბიბილეიშვილი
სკოლა აკადემოსთან არსებული მუსიკალური სკოლის ოთხწლედი ყოველწლიურად გვახარებს მონაწილეთა მიერ დახვეწილი შესრულებით ცნობილ კომპოზიტორთა  ნაწარმოებებით, სასიამოვნო ჟღერადობით (I-II-IIIკლასი), აგრეთვე ვოკალის წრის აღსაზრდელები ალამაზებენ აღნიშნულ კონცერტს.
პედაგოგი:  ნატა ჩხაიძე
თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნიდან გამომდინარე, სკოლა ,,აკადემოსის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, საკუთარი ცოდნის საჯაროდ წარდგენის პროცესი (პრეზენტაციების სახით) სრულყოფილი და ქმედითი გაეხადა, რადგან, როდესაც ადამიანი ფლობს პრეზენტაციის წარმართვის უნარს, ეს საკუთარი ცოდნის, შესაძლებლობის, დაგეგმილი თუ ჩატარებული სამუშაოს წარმოჩენის საშუალებას იძლევა. გვჯერა, რომ თითოეული მოსწავლე მომზადებული შეხვდება ცხოვრების გამოწვევას. 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოს ჩატარდა პრეზენტაციები იმ მწერლებისა და ნაწარმოებების შესახებ, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ეცნობოდნენ მოსწავლეები ქართულ თუ ინგლისურენოვან ლიტერატურულ კლუბებში ( საკითხავი მასალა ქართულ ენაზე -16 წიგნი; ინგლისურენოვანი -12 წიგნი ). ლიტერატურულ კლუბს ხელმძღვანელობდნენ: თამარ ორმოცაძე და ნათია ფერაძე ინგლისურენოვან ლიტერატურულ კლუბს,,The King's & Queen's literature Club" ხელმძღვანელობდა ამერიკელი პედაგოგი: კლარკ ვებერი (Clark Webber). მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს საინტერესო პრეზენტაციების წარდგენისათვის.
სკოლა ,,აკადემოსში" ა.წ. 7 ივნისს ჩატარდა დაწყებითი საფეხურის (I-II-III კლასის) მოსწავლეთა ღონისძიება .მათ წარმოადგინეს ინსცენირებები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. პედაგოგები: თამარ კულულაშვილი, ხატია ბიბილური, ნინო კვარაცხელია, ნატა ჩხაიძე (ვოკალის პედაგოგი).
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა თამარ ჩანტლაძემ, წარმატებულ მოსწავლეებს გადასცა საჩუქრები, დიპლომები და სერტიფიკატები.
დასახელდნენ სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის საუკეთესო მოსწავლეები, დაწყებით საფეხურზე- დემეტრე ვარდიაშვილი, საბაზო საფეხურზე - მარიამ სუჯაშვილი, საშუალო საფეხურზე- ნინო გოგიბერიძე.
წლის საუკეთესო მოსწავლე გამოირჩევა არა მარტო მაღალი აკადემიური მოსწრებით, არამედ ოლიმპიადებზე, შიდასასკოლო და საერთაშორისო პროექტებში აქტიური და წარმატებული ასპარეზობით. ასეთი მოსწავლეები დიპლომებთან ერთად ჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრიზებით..
გისურვებთ წარმატებებს!
ჩვენმა პატარებმა აქტიური და საინტერესო გაკვეთილები აჩვენეს მშობლებს, მადლობას ვუხდით პედაგოგებს და ჩვენს პირველკლასელებს მეტად საინტერესო აქტივობებისატვის. 
პედაგოგები:
ნონა გორგილაძე- წამყვანი მასწავლებელი (მათემატიკა);
ია ბრეგვაძე- უფროსი მასწავლებელი (ქართული ენა და ლიტერატურა);
ხატია ბიბილური- უფროსი მასწავლებელი (ინგლისური ენა); თამარ კულულაშვილი- უფროსი მასწავლებელი (ხელოვნება); ნინო კვარაცხელია- უფროსი მასწავლებელი(რუსული ენა); მთვარისა გულიაშვილი- უფროსი მასწავლებელი (ბუნება); ლელა ნოზაძე - დამრიგებელი (დამატებითი საკითხავი ლიტერატურა).
,,ჩემი ქალაქი" ინტეგრირებული შემეცნებითი გასვლითი გაკვეთილი. პირველი კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს თბილისის ღირშესანიშნაობები, არქიტექტურული და მონუმენტური, ძეგლები. გაიხსენეს მათი შექმნის ისტორია. მოინახულეს: ოპერისა და ბალეტის თეატრი, შოთა რუსათაველის, ვეფხი და მოყმის, ფალიაშვილის, ქართლის დედის, დავით აღმაშენებლის, ვახტანგ გორგასლის, ილიასა და აკაკის ძეგლები.
2019 წლის 29 მაისს სკოლა ,,აკადემოსის“ თვითმმართველობის ინიციატივით არსებული კონკურსის ანალოგიურად ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ,,ყველაზე წიგნიერი“, რომელიც მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს. მათი მიზანი იყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, თვალსაწიერის გაფართოება, ლიტერატურის, როგორც სულიერი საზრდოს , შეყვარება. სკოლის თვითმმართველობა მრავალი საინტერესო პროექტის ავტორია, მომავალ წელსაც ველოდებით შემეცნებით, ინტელექტუალურ და გასართობ პროექტებს.
გისურვებთ წარმატებებს!
შიდასასკოლო პროექტი „ოქროს ვარსკვლავი“
დღეს სკოლა „აკადემოსის“ II კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ კინოთეატრ „კავეა თბილისი მოლში“. პროექტის ფარგლებში მათემატიკისა და ქართული ენის გაკვეთილზე მოსწავლეეები სხვადასხვა აქტივობებში (საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა, საშინაო დავალება, მოწესრიგებულობა, გუნდურობა, დამატებითი მასალა...) აგროვებდნენ „ოქროს ვარსკვლავებს“ (ჯამში 70 ვარსკვლავი).
პედაგოგები: ნონა გორგილაძე, ია ბრეგვაძე.
პროექტი აქტიურ ფაზაშია დაწყებითი საფეხურის სხვა კლასებშიც, ველოდებით შემდეგ ვარსკვლაოსნებს
„მეტი ხე, მეტი სუფთა ჰაერი“- ესაა დედამიწის დღის წლევანდელი სლოგანი.
22 აპრილს სკოლა ,,აკადემოსში“ აღინიშნა დედამიწის დღე.
მსოფლიოში დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა და ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოს დაცვითი ღონისძიებაა, საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს სადაც დედამიწის დღე აღინიშნება.
გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტივობის ძირითად მიზანი იყო მოსწავლეების ყურადღების მიპყრობა გარემოში მიმდინარე ცვლილებებისადმი, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში შექმნეს თემატური ნახატები.
პედაგოგი:მთვარისა გულიაშვილი სკოლა აკადემოსი-ს ფოტო.
მოსწავლის აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად სკოლა ,,აკადემოსში" სასწავლო წლის განმავლობაში სისტემატურად ტარდება რეიტინგული წერები სხვადასხვა საგანში. ტესტებში გათვალისწინებულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა და მოწმდება მათი სააზროვნო უნარები.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
579 13 07 06; 551 04 11 77 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე