საერთაშორისო 2019-2020
დღეს სკოლა "აკადემოსის" რამდენიმე ჯგუფმა წარმოადგინა Go English-ის
პროექტის პრეზენტაციები English Book Education-ის ოფისში.
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამ პროექტში მონაწილეობდნენ III-IV კლასის მოსწავლეებიც, რომლებიც ღირსეულად წარდგნენ აუდიტორიის წინაშე ინგლისურენოვანი პრეზენტაციით.
საყურადღებოა ისიც, რომ მონაწილეთა შორის ყველაზე პატარა ასაკისა იყვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ კერძო სკოლის მოსწავლეები რესპუბლიკის მასშტაბით.
Go English Project-ის მონაწილეებს საინტერესო პრეზენტაციის წარმოდგენისათვის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.
პედაგოგები:
მარი აბრამიშვილი და მარიამ ნიკოლეიშვილი.

სკოლა “აკადემოსის“ მოსწავლეთა რამდენიმე ჯგუფი ჩართულია TOEFL-ის
მიერ შემოთავაზებულ ახალ პროექტში "GO ENGLISH", რომელიც
ითვალისწინებს საინტერსო აქტივობებს (ფოტოებზე აღბეჭდილია სამუშაო
პროცესი).
უკვე ორი წელია რაც სკოლა აკადემოსი აქტიურად არის ჩართული
საერთაშორისო პროექტში THE KING`S AND QUEEN`S LITERATURE CLUB,
რომელსაც ხელმძღვანელობს ამერიკელი პედაგოგი მარია ფერნანდა. ეს
პროექტი მოიცავს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ინგლისური
წიგნების (ორიგინალი) კითხვას, მათ განხილვას, დისკუსიებისა და
პრეზენტაციების გამართვას წაკითხული ნაწარმოებების მიხედვით.
სკოლა “აკადემოსს“ ურთიერთანამშრომლობის არაერთი მემორანდუმი აქვს
გაფორმებული უნივერსიტეტებთან, სკოლებთან თუ სხვადასხვა სასწავლო
ცენტრთან, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. ამჯერად,
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ევროპის ჰუმანიტარულ
უნივერსიტეტთან ( European Humanities University ლიტვა-ვილნიუსი),
რომელიც გამოირჩევა საინტერესო შემოთავაზებებით, როგორც საბაკალავრო,
ასევე სხვადასხვა სახის გაცვლითი პროგრამებით. (2020 წლის ივლისის
თვეში იგეგმება ვილნიუსში ორკვირიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის
მიღება).