შიდა სასკოლო პროექტები 2020-2021წ
სკოლა
,,აკადემოსში''ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით,სხვადასხვა
საინტერესო აქტივობებთან ერთად მოეწყო ნახატების
გამოფენა.
15:55 / 02-06-2021
პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა! მიუხედავად
პანდემიური სიტუაციისა და შეზღუდვებისა, სკოლა ,,აკადემოსის’’
ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ჩვენი მოსწავლეებისთვის გაეხალისებინა და
გაეფერადებინა აღნიშნული დღე.
15:46 / 02-06-2021
პროექტ ,,თანასწორობის ''ფარგლებში სკოლა ,,აკადემოსში ''ჩატარდა
საინტერესო უორქშოფი .
11:14 / 19-05-2021
დღეს ,სკოლა,,აკადემოსში'' საგანგებო სიტუაციების პრაქტიკული
სწავლება განხორციელდა , შრომის უსაფრთხოების სამსახურის
სპეციალისტისა და დამრიგებლების მიერ, თუ როგორ უნდა მოხდეს
მოსწავლეების უსაფრთხო ევაკუაცია საგანგებო სიტუაციების დროს.
სკოლა ,,აკადემოსი’’ უზრუნველყოფს მოსწავლეთა, პედაგოგთა თუ სხვა
მომსახურე პერსონალის უსაფრთხო და მშვიდი გარემოს შექმნას.
საგანგებო სიტუაციის მართვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ გვაქვს საფუძვლიანი ცოდნა და
უკანასკნელზე დაფუძნებული ჩვევები.ეს ცოდნა ამარტივებს მოვლენათა
ანალიზს, პროცესების პროგნოზსა და მათგან დამცავი სხვადასხვა სახის
ღონისძიებების შერჩევას.ამ მიზნით სკოლაში გაიმართა ცოდნაზე
ორიენტირებული პრაქტიკული სწავლება საგანგებო სიტუაციების დროს
მოქმედებასთან დაკავშირებით. ევაკუირება მოხდა წინასწარ შემუშავებული
გეგმის თანახმად, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობის მოთხოვნებს.
14:53 / 18-05-2021
გილოცავთ, კინგსის ლიგაში ოქროს და ვერცხლის მედლებს!
გვეამაყებით პატარებო . რამდენიმე საგანში ოქროს მედალი ნამდვილად
საამაყოა.
ანასტასია ტრაპაიძე -1.ქართული ენა-ოქრო 2.მათემატიკა-ოქრო
3. ინგლისური-ოქროს მედალი მე-2 კლ
ნიკოლოზ შარიფაშვილი -1.ქართული ენა-ოქრო
2.ინგლისური-ბრინჯაო 3. მათემატიკა-ბრინჯაო, მე-2 კლ
ლუკა მაჩიტიძე -1.ინგლისური -ოქრო 2.მათემაიკა -ოქრო 3ქართული -ვერცხლი,მე- 3კლ
ლუკა მაჩიტიძე -1.ინგლისური -ოქრო 2.მათემაიკა -ოქრო 3ქართული -ვერცხლი,მე- 3კლ
ალექსანდრე კიპაროიძე - 1.ინგლისური -ოქრო, მე-4
კლ
დემეტრე ვარდიაშვილი -1. ინგლისური ვერცხლი ,2.ქართული
-ვერცხლი მე -4 კლ
პედაგოგები: მარიამ კოტრიკაძე ,თაკო კირიაკოვი , მაიკო დოლინსკი
პედაგოგები: მარიამ კოტრიკაძე ,თაკო კირიაკოვი , მაიკო დოლინსკი
16:03 / 29-04-2021
მცენარეებთან ურთიერთობა მოსწავლეებს ეხმარება სამყაროს უკეთ აღქმაში.
სწავლობენ მზრუნველობასა და ცოცხალი ორგანიზმების მოვლას. სწორედ
ამიტომ, სკოლაში, ბუნების პედაგოგის ინიციატივით, დაწყებითი კლასის
მოსწავლეები ჩართვნენ შიდასასკოლო პროექტში- ''ყველაზე მზრუნველი
კლასი''. ისინი თავად რგავენ მცენარეებს სკოლის ტერიტორიაზე და
თავადვე უვლიან.(პედაგოგი მთვარისა გულიაშვილი).
11:27 / 27-04-2021
დედამიწის დღე.22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა,
რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და
მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
14:24 / 23-04-2021
დედამიწის დღესთან დაკავშირებით ისრაელის საელჩომ სკოლის
მოსწავლეებთან ერთად არტოს ბაღში ხეები დარგო. "აკადემოსის"
მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად ღონისძიებაში
მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ელჩმა რან გიდორმა და მოსწავლეებმა
რამდენიმე ახალი ხე შემატეს ბაღს. "თუ ხალისით აკეთებ საქმეს,
უკეთესობისკენ იცვლება არა მხოლოდ გარემო, არამედ - შენც" - აღნიშნა
ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა.
14:18 / 23-04-2021
,,უსაფრთხო სკოლის" ფარგლებში, მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა
შეიმუშავეს იდეალური სკოლის მოდელი. აღნიშნულ დავალებაზე ისინი
ერთობლივად ორი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ, რის შემდეგაც
შემუშავებული მოდელი დირექციას წარუდგინეს. როგორი უნდა იყოს იდეალური
სკოლა? როგორი უნდა იყოს სასწავლო პროცესი? რა როლი აქვს მშობელს
სასკოლო საზოგადოებაში? რა თვისებები უნდა ახასიათებდეს მასწავლებელს
და რა ვალდებულებები და უფლებები უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს? ამ
კითხვებს პასუხობდა მათ მიერ მომზადებული პრეზენტაცია.
11:17 / 08-04-2021
სკოლა „აკადემოსი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს
უცხოური ენების მაღალ დონეზე შესწავლას. ამ კუთხით, არაერთი კლუბია
შექმნილი ჩვენს სკოლაში, სადაც ბავშვები მუდმივად არიან ჩართულნი და
ივითარებენ უცხოური ენისთვის საჭირო და აუცილებელ უნარებს.
ამჯერად, კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, ყოველკვირეული
კურსის ფარგლებში, სპეციალურად ჩვენი სკოლისთვის, ჩაერთვება ამერიკელი
ხელოვანი( პირდაპირი ჩართვა ამერიკიდან ). კურსის მიზანია ვერბალური
უნარ-ჩვევების დახვეწა და განვითარება.
ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია,
არამხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნის
მიღება!
Our School Academos puts a great effort in developing the
most efficient ways in teaching the english language at the
highest standards.
15:44 / 22-02-2021
12