რესპუბლიკური პროექტები 2021-2022წ
სკოლა ,,აკადემოსის ''ბაზაზე არსებულმა საქართველოს კარატე კიოკუშინკაი კან-ის ფედერაციის ტეზუკას ჯგუფის ახალგაზრდა სპორტსმენებმა გამარჯვება მოიპოვეს დაჩი მელიქიძემ და ნიკოლოზ ბაბლიძემ.
გილოცავთ! ,,აკადემოსის'' გუნდი ფინალშია. ინტელექტუალური თამაში კუიდიჩი (Quidditch).
სკოლა ამაყობს თქვენით .
ნიკოლოზ რუხაძე-კაპიტანი
დაჩი ბურდული
ლუკა მუკბანიანი
დემნა ბურდული
გილოცავთ!! მარკ ტვენის 186-ე იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონკურში გამარჯვებას
,,აკადემოსის ''მე-6 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერი. მათ წარმოიდგინეს, რომ ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი მათივე თანატოლები იყვნენ და საკმაოდ დიდი ინტერესით ჩაერთნენ ამ პროექტში და გაიმარჯვეს.(პედაგოგი მაკა თაქთაქიშვილი).
სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი, იგივე მარკ ტვენი დღემდე რჩება ბავშვებისა და დიდების საყვარელ მწერლად. პატარა მკითხველებს დღესაც ხიბლავთ ტომ სოიერისა და ჰეკ ფინის თავგადასავლები . მარკ ტვენის 186-ე იუბილესთან დაკავშირებით სკოლა ,,აკადემოსის ''მე-6 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერი. მათ წარმოიდგინეს, რომ ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი მათივე თანატოლები იყვნენ და საკმაოდ დიდი ინტერესით ჩაერთნენ ამ პროექტში.(პედაგოგი მაკა თაქთაქიშვილი).
აკადემოსელებს ვულოცავთ ინგლისურენოვან ინტელექტუალურ თამაშში ,,ქუიდიჩი''(Quidditch) საპრიზო ადგილების მოპოვებას . ორივე გუნდს ვუსურვებთ რესპუბლუკურ ტურზეც გამარჯვებას.
პატარების გუნდი (მე-5-მე-6კლ)
რატომ ვზოგავთ? ამ საკითხზე სკოლა „აკადემოსის“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თავის მოსწავლეებთან ერთად საქართველოს ეროვნული ბანკის და მის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს (finedu.gov.ge) პროექტში ჩაერთო.
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის შემოთავაზებით, ,,აკადმოსის'' მოსწავლეები იღებენ ახალ პროექტში მონაწილეობას„ვირტუალური ტური თსუ-ში“. პროექტი განხორციელდება Zoom პლატფორმის გამოყენებით. მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას, უნივერსიტეტის დაარსების, მისი ისტორიის, განვითარებისა და დღევანდელობის შესახებ.
ამასთან ისინი ვირტუალურად ეწვევიან შემდეგ სირცეებს:
  • თსუ I კორპუსი
  • თსუ ისტორიის დარბაზი
  • ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი
  • თსუ ბიბლიოთეკა
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი , საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „კინო სკოლაში“, რომლის მიზანია კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით მოზარდებში ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება. პროექტის ფარგლებში ყოველკვირეული ფილმების ჩვენება-დისკუსიების გარდა მოსწავლეები ჩართული არიან სხვადასხვა აქტივობებში, ასევე გაიმართება რეცენზიები, ინტერვიუები, ფოტოკონკურსები და ა.შ. კერძოდ; პროექტი ითვალისინებს , დისტანციური პლატფორმის გამოყენებით THE FILM CORNER. კინოსპეციალისტის 15 აქტივობას. იგი აერთიანებს თემებს: კადრის შექმნა, კადრსმიღმა მოქმედება, მონტაჟი, პარალალური მოქმედება, ხმა, პერსონაჟის შექმნა და პროპაგანდა კინოში. აქტივობის ხანგრძლივობა იქნება 1 საათი.