რესპუბლიკური პროექტები 2022-2023წ
აკადემოსელების წარმატება კონკურსში „ყველაზე წიგნიერი“
როგორც ვიცით სულაკაურის
გამომცემლობას აქვს არაჩვეულებრივი პროექტი „ყველაზე წიგნიერი“,
რომელიც ტარდება მთელი
საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებისთვის. ყოველწლიურად
პროექტში სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეები აქტიურად და წარმატებით
მონაწილეობენ, რის შედაგადაც დავიმსახურეთ „ყველაზე წიგნიერი სკოლის“
სტატუსი.
წელსაც არ ყოფილა განსხვავებული...
აკადემოსელებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა „ყველაზე წიგნიერის“ პირველ
ტურში და უმაღლესი ქულებით მოახერხეს შემდეგ ეტაპზე გადასვლა.
სკოლა „აკადემოსი“ ამაყია მოსწავლეების ჩართულობით. გილოცავთ, თითოეულ მონაწილეს პირველ ტურში მიღწეულ წარმატებას და გისურვებთ წინსვლას.
კონკურსი - 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა. ვულოცავთ ,
,,აკადემოსის '' გუნდს საპრიზო ადგილს .
დიდი მადლობა პედაგოგ ბიჭიკო ოჩიგავას და მის მოსწავლეებს ლუკა
მუკბანიანს ,ანა ონიანს,ანასტასია მაჭარაშვილს და სოფო ინდაშვილს
.სკოლას საჩუქრად გადაეცა აიპადი და 300 ლარიანი ვაუჩერი წიგნის
სახლის ,,ლიგამუსი''.
სკოლა ..აკადემოსის ''პატარები
გრიბოედოვის სახელობის თეატრში. სოლისტები ლიკა
კვეკვესკირი ,ტასო ტრაპაიძე, ,მარიამ ებრალიძე და კესარია
ხუციშვილი.ვოკალის პედაგოგი ნატა ჩხაიძე .ქორეოგრაფი მარიამ
ყაჭეიშვილი.
2022-2023 სასწავლო წელს სასკოლო ლიგა თბილისსა და რეგიონებში სპორტის
10 სახეობაში 21-ე ტურნირი გამართა .სკოლა ,,აკადემოსის ''
მოსწავლეებმა ორდღიანი დაძაბული თამაშით ღირსეული პაექრობა გაუწიეს
თანატოლებს -პროფესიონალ მოჭადრაკეებს. ნინი ხავთასი და დემნა ბურდული
(VI ადგილი) . პედაგოგი მარიამ ნიქაბაძე. გილოცავთ!
მედიის
განვითარების ფონდი ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის მხარდაჭერითა და
The Critical Mass LLC-თან პარტნიორობით, აცხადებს კონკურსს 2022 წლის
ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოსავლენად,რომელშიც მონაწილეობენ
ანასტასია მაჭარაშვილი ,სოფო ინდაშვილი ,ანა ონიანი ,ლუკა მუკბანინი
.წარმატებებს ვუსურვებთ.
თანრიგების ტურნირი ვულოცავთ აკადემოსელებს წარმატებულ ასპარეზობას
,განსაკუთრებით დემე ვარდიაშვილს-თანრიგოსანს .პედაგოგი მარიამ
ნიქაბაზე.
ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება მე-9
სამეცნიერო პიკნიკი. საინტერესო ექსპერიმენტებს, ინტერაქციულ
გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის მეცნიერები და მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები
საქართველოდან 30-მდე კარავში შემოგვთავაზეს.მონაწილეობას იღებდნენ
ასევე საჯარო და კერძო საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები,
არასამთავრობო, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები.