საერთაშორისო პროექტები 2022-2023წ
ოთხი ქვეყნის მოსწავლეთა საერთაშორისო კოლაბორაცია- უკრაინა ,ესპანეთი
,ტაივანი და საქართველო.
სკოლა ,,აკადემოსს ''დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს კიევის (უკრაინა) გაძლიერებულ ინგლისურენოვან N 173-ე საჯარო სკოლასთან .ეს მეგობრობა კიდევ უფრო გამყარდა უკრაინაში არსებული მოვლენების შედეგად.სკოლა ,,აკადემოსის'' დირექციამ ,მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა არაერთხელ გამოხატეს თანადგომა მათ მიმართ. .ამჯერად , დღევანდელი დღისთვის, ბავშვებმა შექმნეს საინტერესო ანიმაციები ,მისალოცი ბარათები და ბროშურები, არა მარტო უკრაინელი, არამედ ესპანელი და ტაივანის მოსწავლეებისათვისაც. გილოცავთ შობას !Merry Christmas!
სკოლა ,,აკადემოსს ''დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს კიევის (უკრაინა) გაძლიერებულ ინგლისურენოვან N 173-ე საჯარო სკოლასთან .ეს მეგობრობა კიდევ უფრო გამყარდა უკრაინაში არსებული მოვლენების შედეგად.სკოლა ,,აკადემოსის'' დირექციამ ,მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა არაერთხელ გამოხატეს თანადგომა მათ მიმართ. .ამჯერად , დღევანდელი დღისთვის, ბავშვებმა შექმნეს საინტერესო ანიმაციები ,მისალოცი ბარათები და ბროშურები, არა მარტო უკრაინელი, არამედ ესპანელი და ტაივანის მოსწავლეებისათვისაც. გილოცავთ შობას !Merry Christmas!
საერთაშორისო კონფერენცია.
მონაწილეობენ ანა ონიანი ,სოფო ინდაშვილი პედაგოგი ბიჭიკო
ოჩიგავა.
სკოლა ,,აკადემოსის''თეატრალური თუ მუსიკალური სტუდიის წევრები არაერთხელ გამხდარან საერთაშორისო ფესტივალებზე გამარჯვებულები. პარიზი, ბულგარეთი ,პეტერბურგი ,იტალია ,ესპანეთი, თურქეთი და ა.შ.(იხ.სკოლის ვებ.გვერდი akademos.ge) . ამჯერად,დიდი ხნის შესვენების შემდეგ(პანდემია), სკოლამ მიიღო მოწვევა სან-რემოს საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც აკადემოსელები'წარსდგებიან ფოლკლორული კომპოზიციებით.(22-27 აპრილი.) ვოკალის პედაგოგი ნატა ჩხაიძე,ქორეოგრაფი ზაზა ბიბილეიშვილი.
იტალიური ენის მსოფლიო კვირეული დიდი წარმატებით სარგებლობს და მის
ფარგლებში იმართება კონფერენციები, კონკურსები, გამოფენები,
თეატრალური წარმოდგენები, სიმპოზიუმები და საჯარო ლექციები.
წლევანდელი კვირეულის თემაა "იტალიური ენა და ახალგაზრდები". . წელს
კვირეუილი 17-23 ოქტომბერს აღინიშნება. სკოლა ,,აკადემოსის
''მოსწავლეებმა კვირეულის ფარგლებში მიიღეს სიმბოლური
საჩუქრები: ლოგოიანი კალმები , გულსაბნევები და პირბადეები.. მადლობა
იტალიის საელჩოს, აგრეთვე იტალიური ენისა და კულტურის ცენტრს მინერვას
და რასაკვირველის იტალიური ენის პედაგოგს მარიამ ალაფიშვილი
-მალვესტუტოს.
ევროპელი ახალგაზრდების ხედვა მდგრადი განვითარების მიზნებთან
მიმართებაში. 21- ე საუკუნის აქტუალური პრობლემები და მათი გადაჭრის
გზები ევროპელი მოსწავლე-ახალგაზრდობის ობიექტივში. საერთაშორისო
მასშტაბის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას
მდგარი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მისი
მიზანია მოსწავლეებში პრობლემის იდენტიფიციფრების, კრიტიკული
აზროვნებისა და ნაშრომის პრეზენტირების უნარების განვითარება.
აღნიშნულ პროექტში სკოლა ,,აკადემოსი“ მიმდინარე სასავლოს წელს
ჩაერთო. თემაზე ,,გენდერული თანასწორობა“ რომელიც მდგრადი
განვითარების მეხუთე მიზანს წარმოადგენს, საბაზო და საშუალო კლასების
მოსწავლეებმა ერთობლივად იმუშავეს. მათ საკითხი საქართველოს მაგალითზე
განიხილეს და საკმაოდ საინტერესო ნამუშევარიც გამოუვიდათ. ევროპელი
მონაწილეების წინაშე კი მერვე კლასის მოსწავლე ანასტასია ბაკურია
წარსდგა, რომელმაც თემა არაჩვეულებრივად წარადგინა და მისმა აქცენტმა
განსაკუთრებული მოწონებაც დაიმსახურა. სკოლა ,,აკადემოსის“
მოსწავლეები აღნიშნულ პროექტთან მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებენ,
რაც ხაზს უსვამს იმას, რომ სკოლის მიზანია მოსწავლეთა შესაძლებლობების
რეალიზება არა მხოლოდ შიდა, არამედ საერთაშორისო დონეზე.პედაგოგი
ბიჭიკო ოჩიგავა.