შიდა სასკოლო პროექტები 2022-2023წ
Digital Institute შემოთავაზებით თებერვლის თვიდან აკადემოსელებს
შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ პროგრამირების ორთვიანი კურსი .
პროგრამირების კურსები მოიცავს 3 საბაზისო პროგრამულ ენას: HTML, CSS,
JavaScript-ს.
Digital Institute, აკადემოსის მოსწავლეებს სთავაზობს პროგრამირების 2
თვიან კურსს.
Digital Institute არის საქართველოში ერთ-ერთი პირველი ციფრული
აკადემია, რომელიც გამორჩეულია პრაქტიკული სწავლების მიდგომით.
აკადემიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ლექტორებისგან,
რომლებიც მუშაობდნენ ისეთ საერთაშორისო კომპანიებში, როგორებიც არიან
Tesla, Microsoft, Toptal და სხვა.
კურსის გავლის შემდეგ
_ შეგექმნება წარმოდგენა development-ის სფეროზე და მიიღებ software
development-ის საბაზისო ცოდნას
_ ეს კურსი მოგცემთ საჭირო საბაზისო ცოდნას, რათა შემდეგ ეტაპზე
გაიაროთ Digital Institute-ის 6 თვიანი კურსი, რისი დასრულების
შემდეგაც შეძლებთ დასაქმდეთ სრულყოფილი Junior Developer-ის
პოზიციაზე;
_ ისწავლით HTML, CSS და Javascript ტექნოლოგიების გამოყენებას და
შეგეძლება მცირე და საშუალო ზომის ვებ საიტების აწყობა;
_ ისწავლით visual studio code-ის გამოყენებას;
_ შეგეძლება საკუთარი იდეების კოდში გადატანა;
_ ახალი ტექნოლოგიების, framework-ების გარჩევა, სწავლა და გამოყენება
დამოუკიდებლად;
_კურსის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში მიიღებთ ორენოვან
სერთიფიკატს.
როგორც უკვე ვიცით, სკოლა "აკადემოსი" მოხვდა, იმ ხუთ გამორჩეულ
სკოლას შორის, რომლებიც International College Board-ის მიერ
ავტორიზირებულ ცენტრად დასახელდა. SAT კი ინგლისური ენის საერთაშორისო
გამოცდაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, საზღვარგარეთ სწავლის
გაგრძელების მსურველ მოსწავლეებს - მაღალი შანსებით წარსდგნენ,
ნებისმიერ საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლებელში.
SAT-ის გამოცდებისთვის მზადება დაწყებულია მათემატიკისა და ინგლისური
ენის მიმართულებით.
მხოლოდ აკადემოსელებისთვის, სწავლა დაფინანსებულია სკოლის მიერ.
"აკადემოსში" დაკომპლექტდა SAT-ის მოსამზადებელი კურსები, რომელიც
მოიცავს მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ერთობლივი
მუშაობის პროცესს იმისათვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში
გარანტირებული იყოს - მოსწავლეების წარმატება და პროგრესი.
შედეგად,
_ რეკომენდაცია გაიცემა მოსწავლის სუსტ და ძლიერ
უნარ-ჩვევებზე;
_ კონცენტრირდება ის სფეროები, რომლებიც მომგებიანი იქნება
დამატებითი სწავლების, პრაქტიკისა და პროგრესისათვის.
ბიზნეს უნარებისა და მარკეტინგული შესაძლებლობების გამოვლენის
თვალსაჩინო მაგალითი დღეს აკდემოსელებმა სკოლაში მოწყობილ საგამოფენო
სივრცეში მოწვეულ მშობლებსა და
აღმზრდელ პედაგოგებს აჩვენეს. საახალწლო თემატიკაზე შექმნილი
ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები და გემრიელი ტკბილეული. მოსწავლეებმა
თავიანთი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვის სრულყოფილად ორგანიზების
მიზნით ფუნქციების დელეგირებაზე თავიდანვე იზრუნეს და გაყიდვების
კონსულტანტებისა და მოლარეების როლები წარმატებით მოირგეს.
მარკეტინგისა და ბიზნეს გეგმის ანალიზი უნარები, კრეატიულობა, მოციური
ინტელექტი, კრიტიკული აზროვნება და ადაპტირება, ეს იმ შესაძლებლობების
არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც არაფორმალური განათლების გარგლებში
სასკლო სამეწარმეო საქმიანობა იძლევა. დღევანდელი გამოფენა-გაყიდვის
მიზანიც სწორედ ფინანსური წიგნიერების უნარის განვითარება გახლდათ,
რაც 21-ე საუკუნის უნარებს ეხმიანება და მოსწავლეს არსებულ შრომით
ბაზარზე კონკურტენტუნარიან პიროვნებად აყალიბებს. თავიანთი შვილების
შემოქმედებით კმაყოფილი იყვნენ მშობლებიც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ
მსგავსი ტიპის აქტივობების არსებობა ძალიან მნიშნელოვანია
მოსწავლეებში.
სკოლა ,,აკადემოსის''თეატრალური
სტუდიის პატარა მსახიობები.სტუდიის ხელმძღვანელი ბ-ნი ლაშა
გოგნიაშვილი.
https://www.youtube.com/watch?v=PcFnvybFu90&t=8s
https://www.youtube.com/watch?v=PcFnvybFu90&t=8s
სკოლა ,,აკადემოსთან'' არსებული ქორეოგრაფიული სტუდია
,,დარიალი''.ქორეოგრაფი ზაზა ბიბილეიშვილი(ღია გაკვეთილი).
24 დეკემბერს ქ.თბილისში საქართველოს კარატე კიოკუშინკაი კან-ის
ფედერაციის ტეზუკას ჯგუფის ახალგაზრდა სპორტსმენებმა წარმატებით
გაიარეს და ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდა და დამსახურებულად
მიენიჭათ მათ წოდებები: მე-10 კიუ ( ნარინჯისფერი ქამარი) , მე-9 კიუ
( ნარინჯისფერი ქამარი ლურჯი ზოლით) , მე-8 კიუ (ლურჯი ქამარი) და 7
კიუ ( ლურჯი ქამარი ყვითელი ზოლით)
საახალწლო ღონისძიება უტკბილესი პატარები უმშვენიერეს ,უნიჭიერეს
ფიფქიასთან და სანტასთან ერთად .ფიფქია პედაგოგი ნატა ჩხაიძე ,სანტა
პედაგოგი ბიჭიკო ოჩიგავა.დიდი მადლობა მათ ამ საოცარი
საღამოსათვის
შიდასაკოლოში დადე სალო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის
ორგანიზებით, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში, სადაც ვიხილეთ
"აკადემოსის" მოსწავლეებისა და მასწავლებლების კოლაბორაცია.
საინტერესო და არაორდინალურ გარემოში მეტად დაძაბული შეხვედრა
გაიმართა, სადაც საბოლოოდ გამარჯვება "მოაზროვნეების" გუნდმა
მოიპოვა.