სიახლეები 2013-2014 წ
სკოლა "აკადემოსის" დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ შემოთავაზებულ პროექტში, რომლის მიზანია, გააცნონ ზოოპარკი, როგორც კლასგარეშე დამხმარე საგანმანათლებლო რესურსი, საბუნებისმეტყველო, გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური მიმართულებით და მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციების შესახებ.
სკოლა "აკადემოსი" მონაწილეობას იღებს საერთაშორისო პროექტში (2014 წლის პირველი თებერვლიდან), რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა და ორი თვის განმავლობაში მოსწავლეებთან თეორიული თუ პრაქტიკული სამუშაოების ჩატარება ინგლისურ ენაზე.

ვულოცავთ სკოლა "აკადემოსის" მოსწავლეებს London School-ის ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტურში გადასვლას !!!
31.01.2014 წლიდან სკოლა "აკადემოსის" მოსწავლეთა ორი ჯგუფი (საბაზო და საშუალო) მონაწილეობას ღებულობს AIESEC-ის მიერ შემოთავაზებულ პროექტში. ამ პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანი პირადი და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. თანამედროვე საერთაშორისო გარემოსთან ადაპტირება, ინგლისური ენის ამაღლება, საზოგადოებაში ახალი ლიდერების აღზრდის ხელშეწყობა. ჩატარდება სემინარები ინგლისურ ენაზე ისეთ თემებზე, როგორიცაა: Culture, Traditions, Lifestyle, Success tips, Social media & Network, Global stereotypes, Relationships, Teenagers, Music & Movies
II კლასი:
1. ელენე მაჭავარიანი
2. ელენე ტოგონიძე
3. გიორგი ბუქური
4. ქრისტინე სიხარულიძე
5. ანა სამსიანი
ვულოცავთ სკოლა "აკადემოსის" მოსწავლეებს London School-ის ოლიმპიადის ფინალში გადასვლას!!!
ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს ნახატების კონკურსს, სადაც მონაწილეობას ღებულობენ სკოლა "აკადემოსის" დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები. კონკურსი ტარდება 3 ეტაპად. I ეტაპი– ჩატარდება (21.03.14–08.04.14–ში) სასკოლო დონეზე. II ეტაპი– საქ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ბაზაზე შექმნილი კომისია განიხილავს სკოლებიდან შემოსულ ნაშრომებს და გამოავლენს 5 საუკეთესოს. III ეტაპი––II ეტაპზე შერჩეული ნახატებიდან გამოვლინდება საუკეთესო ნამუშევრები. საუკეთესო ნახატები გამოიფინება დაჯილდოების ცერემონიალზე. გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა სკოლა "აკადემოსს" გადასცა დიპლომი - პროექტ "ისტორიის ლაბირინთში" მონაწილეობისა და ცოდნის მაღალი დონის გამომჟღავნებისათვის ისტორიასა და ხელოვნებაში.
სკოლა "აკადემოსის" საბაზო საფეხურის მოსწავლეები იმყოფებოდნენ 01.04.2014-ში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
როგორც უკვე მრავალჯერ აღვნიშნეთ, სკოლა "აკადემოსი" მონაწილეობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ შემოთავაზებულ პროექტში, რომელშიც ჩვენმა მოსწავლეებმა არაერთხელ გამოიჩინეს თავი ისტორიის, ხელოვნებისა და რელიგიის ცოდნის მაღალი დონით, ამიტომ უკვე მეორეთ გადაეცა დიპლომი სკოლა "აკადემოსს" საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობისაგან.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
579 13 07 06; 551 04 11 77 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე