სკოლა ,,აკადემოსის" დამაარსებლის პროფესორ, იაკობ გოგებაშვილის
სახელობის პრემიის ლაურეატი - იზა ჩანტლაძის ნაშრომი - ორტომეული
წარდგენილია საქართველოს ეროვნულ პრემიაზე. ქართველოლოგიის ეს
მნიშვნელოვანი შენაძენი - ორტომეული მონოგრაფია კოდორის ხეობის
სვანური მეტყველების შესახებ, მომზადებულია პროფესორ იზა ჩანტლაძის
ავტორობითა და ხელმძღვანელობით. ნაშრომის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს
სამენოვანი სვანურ-ქართულ-გერმანული ლექსიკონი, რომლის თანაავტორი და
გერმანული ნაწილის შემსრულებელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის
პრემიის ლაურეატი, ცნობილი ქართველოლოგი პროფესორი ჰაინც ფენრიხი.
,,კოდორული ქრონიკები" (გამოკვლევებითურთ) 2007-2010 და ,,კოდორული
სვანური" (გამოკვლევები, ლექსიკონი, ტექსტები)
2020-წარუშლელ, სასახელო ფურცლად დარჩება საქართველოს ისტორიას. ჩვენ
წინაშეა ფრიად სოლიდური ორტომეული ნაშრომი სვანური ენის კოდორული
მეტყველების შესახებ და ის ღირსეულად წარმოადგენს თანამედროვე
ქართველოლოგიას ფართო სამეცნიერო ასპარეზზე. " (ამონარიდი საქართველოს
ეროვნული პრემიის წარდგინების ტექსტიდან - ავტორი აკადემიკოსი
ავთანდილ არაბული.)
ქალბატონო იზა! გისურვებთ წარმატებას თქვენ, თქვენ მოწაფეებთან ერთად
(ქეთევან მარგიანი-სუბარი, რუსუდან იოსელიანი,
ქეთევან-მარგიანი-დადვანი.
სკოლა ,,აკადემოსის" დამაარსებლის პროფესორ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი - იზა ჩანტლაძის ნაშრომი
17.12.2020