სიახლეები 2021-2022
სკოლა “აკადემოსის“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, UNICEF_ის მიერ ორგანიზებული სასკოლო პროექტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. პროექტს, რომელიც ბავშვთა უფლებების შესახებ სასკოლო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს, ჩვენი პედაგოგი თავის მოსწავლეებთან ერთად 2021-2022 სასწავლო წლის მანძილზე განახორციელებს.
დაჯილდოების ცერემონიალი ბათუმში მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“ შედგა. ჩვენს პედაგოგს საჩუქრად გადაეცა ტექნიკა, რომელსაც სკოლა სხვადასხვა პროექტის განხორციელებისას გამოიყენებს.
წინ საინტერესო სასწავლო წელი გველოდება! 
მოსწავლეები კონფერენციას დისტანციურად ესწრებოდნენ
გილოცავთ 100% ,70 %,50% გრანტებს. ნამდვილად საამაყოა .კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მასწავლებლებს და მოსწავლეებს ,რომლებიც მრავალი წელია ახერხებენ მხოლოდ სკოლის ბაზაზე ასეთ შედეგებზე გასვლას.