საზოგადოებასთან და მშობლებთან თანამშრომლობის გზით, განათლების
ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, მიზნად ვისახავთ თითოეული მოსწავლის
აკადემიური, სოციალური, ფიზიკური და ესთეტიკური მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებას. ჩვენი სკოლა ხელს უწყობს ბავშვზე ორიენტირებული
გარემოს ფორმირებას. ვცდილობთ, მოსწავლეთა მიღწევები ვაქციოთ უმაღლეს
პრიორიტეტად და მის განსახორციელებლად მოვიზიდოთ შესაბამისი
ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსები.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია უცხოური ენების შესწავლა პირველივე
კლასიდან და როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ურთიერთობების უნარების
განვითარება. ამას გარდა, ”აკადემოსის” მისიაა უსაფრთხო, პოზიტიურ
გარემოში ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით და მაღალკვალიფიციური
მომსახურებებით, წარმატებულ ცხოვრებაზე ორიენტირებული, დამოუკიდებლად
გადაწყვეტილების მიმღები ღირსეული მოქალაქის ჩამოყალიბება.
სკოლის ხედვა და მისია
მსგავსი ამბები

სკოლამდელი აღზრდის ცენტრში, რომელიც „აკადემოსის“ ბაზაზე
ფუნქციონირებს, მსურველთა მიღება 3 წლიდან იწყება. ჩვენი ცენტრი
უზრუნველყოფილია თანამედროვე დიზაინის სასწავლო ოთახებით, ჯანსაღი
გარემოთი და სრული უსაფრთხოებით. ბავშვებს ემსახურება სასადილო
სამჯერადი კვებით.
05.11.2015

პირველკლასელები მიიღებიან გასაუბრების საფუძველზე.
პირველკლასელთათვის საჭირო დოკუმენტაცია :
პირველკლასელთათვის საჭირო დოკუმენტაცია :
05.11.2015

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა, ჩვენ მოსწავლეებს დამატებით ვთავაზობთ ისეთ საგნებს, როგორიცაა წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა, საზღვარგარეთის ლიტერატურა, ფოლკლორი, რელიგიის ისტორია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ყველა კლასში), ხელოვნების ისტორია. მოსწავლეებს ემსახურებათ ფსიქოლოგი.
05.11.2015
facebook კომენტარები
საკონტაქტო ინფორმაცია
ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
579 13 07 06; 551 04 11 77 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500