სკოლამდელი აღზრდის ცენტრი

სკოლამდელი აღზრდის ცენტრში, რომელიც „აკადემოსის“ ბაზაზე ფუნქციონირებს, მსურველთა მიღება 3 წლიდან იწყება. ჩვენი ცენტრი უზრუნველყოფილია თანამედროვე დიზაინის სასწავლო ოთახებით, ჯანსაღი გარემოთი და სრული უსაფრთხოებით. ბავშვებს ემსახურება სასადილო სამჯერადი კვებით. ცენტრში ყოველდღიურად ვატარებთ შემოქმედებითი თუ სახალისო მათემატიკის გაკვეთილებს, კვირაში ორჯერ კი რუსულისა და ინგლისური ენების გაკვეთილებს. ამასთან, მოწვეული პედაგოგების ხელმძღვანელობით ბავშვები სწავლობენ მუსიკასა და სპორტულ ცეკვებს. ყველა მეცადინეობა მიმდინარეობს თამაშისა და გართობის ელემენეტებით, რაც უზრუნველყოფს ბავშვების მუდმივ ინტერესს.


უშუალოდ სკოლამდელი აღზრდის ცენტრში ჩატარებული ღონისძიებების გარდა, ჩვენს აღსაზრდელებს საშუალება აქვთ, სხვადასხვა პროგრამით თბილისის თეატრების სცენაზე წარსდგნენ, მათ შორის, ოპერისა და ბალეტის თეატრში, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში, ერთი მსახიობის თეატრში, საბავშვო თეატრში „მეორე სახლი“ და ა.შ.

მსგავსი ამბები

პირველკლასელები მიიღებიან გასაუბრების საფუძველზე.

პირველკლასელთათვის საჭირო დოკუმენტაცია :
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა, ჩვენ მოსწავლეებს დამატებით ვთავაზობთ ისეთ საგნებს, როგორიცაა წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა, საზღვარგარეთის ლიტერატურა, ფოლკლორი, რელიგიის ისტორია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ყველა კლასში), ხელოვნების ისტორია. მოსწავლეებს ემსახურებათ ფსიქოლოგი. 
ჩვენი მიზანი მაღალზნეობრივი და ეროვნული ფასეულობების მქონე პიროვნების ჩამოყალიბებაა. ამ მიზნის მისაღწევად სკოლა ცდილობს დაიცვას გაკრვეული პრინციპები და განავითაროს სასწავლო და შემოქმედებითი უპირატესობები:

facebook კომენტარები

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
2 52 23 45 ; 577 69 42 24 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე