ჩვენი სკოლა 1999 წელს ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების
ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ილიას უნივერსიტეტის
საპატიო პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა იზა
ჩანტლაძემ დააარსა. თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ დაწყებითი საფეხური
იყო, მოგვიანებით კი სასწავლო პროცესი სამივე საფეხურზე გაგრძელდა.
ამჟამად ”აკადემოსი” სასწავლო პროცესის, საგნობრივი მრავალფეროვნების,
უცხო ენების გაძლიერებული სწავლებით, მცირეკონტიგენტიანი კლასების,
პედაგოგთა მაღალი კვალიფიკაციისა და ბავშვებისთვის
სასწავლო-შემოქმედებითი და გასართობი აქტივობების დანერგვის კუთხით
სასკოლო სისტემაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოსწავლეების შიდასასკოლო,
რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. მთელი წლის
განმავლობაში ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა
შეჯიბრებებში, ოლიმპიადებში, კონფერენცებში, პრეზენტაციებში,
კონკურსებსა და კონცერტებში. სკოლაში ფუნქციონირებს წრეები, რომლებიც
ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარების
სტიმულირებასა და გამოვლენას. მოქმედებს გახანგძლივებული რეჟიმი და
სკოლამდელი აღზრდის ცენტრი. მოსწავლეებს ემსახურება სასადილო ორჯერადი
კვებით და ტრანსპორტი.
ჩვენ ვიმყოფებით, საკუთარ, ორსართულიან, უახლესი მატერიალურ-ტექნიკური
ბაზით აღჭურვილ შენობაში, სადაც მოსწავლეებს ყველა პირობა ექნებათ
თანამედროვე ტიპის, სრულყოფილი განათლების მისაღებად.
სკოლას აქვს საკუთარი ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორი ქართული ენისა და
ლიტერატურის პედაგოგი დარეჯან კვანჭიანი, ხოლო მუსიკის ავტორი
კომპოზიტორი კახა ცაბაძეა.
სკოლის შესახებ
მსგავსი ამბები

სკოლამდელი აღზრდის ცენტრში, რომელიც „აკადემოსის“ ბაზაზე
ფუნქციონირებს, მსურველთა მიღება 3 წლიდან იწყება. ჩვენი ცენტრი
უზრუნველყოფილია თანამედროვე დიზაინის სასწავლო ოთახებით, ჯანსაღი
გარემოთი და სრული უსაფრთხოებით. ბავშვებს ემსახურება სასადილო
სამჯერადი კვებით.
05.11.2015

პირველკლასელები მიიღებიან გასაუბრების საფუძველზე.
პირველკლასელთათვის საჭირო დოკუმენტაცია :
პირველკლასელთათვის საჭირო დოკუმენტაცია :
05.11.2015

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა, ჩვენ მოსწავლეებს დამატებით ვთავაზობთ ისეთ საგნებს, როგორიცაა წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა, საზღვარგარეთის ლიტერატურა, ფოლკლორი, რელიგიის ისტორია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ყველა კლასში), ხელოვნების ისტორია. მოსწავლეებს ემსახურებათ ფსიქოლოგი.
05.11.2015
facebook კომენტარები
საკონტაქტო ინფორმაცია
ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
579 13 07 06; 551 04 11 77 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500