წარმატებული ადამიანების უმრავლესობა კარგი მკითხველია!

წიგნის კითხვის, როგორც მშობლიური, ასევე უცხოური ლიტერატურის, დეფიციტი საგრძნობლად შეიმჩნევა ჩვენი სატელევიზიო გადაცემებიდან თუ ინტერვიუებიდან, ამიტომ სკოლა ,,აკადემოსის"დირექცია ჩაერთო პროექტში, რომელსაც ეწოდება ,,The King's & Queen's literature Club" (პროექტის ავტორი Alex JAMAL-ინგლისი).
სკოლა ,,აკადემოსის“ დირექციამ გადაწყვიტა აქციოს მოსწავლე გლობალური ურთიერთობის ნაწილად. გააცნოს ქვეყნები, კულტურები და სოციალური ჯგუფები. წიგნის კითხვის საშუალებით გაამდიდროს მათი ლექსიკური მარაგი და გაუუმჯობესოს მართლწერა, ამიტომ ჩვენთან იხსნება ,,წიგნის კლუბი". მთელი წლის განმავლობაში მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, წაიკითხონ ორიგინალში ინგლისური ლიტერატურა და ყოველ კვირას შეხვდნენ ინგლისელ ლიტერატორებს, რომლებთანაც კომუნიკაცია ექნებათ ინგლისურ ენაზე. გაიმართება დისკუსია წიგნის ავტორისა და ნაწარმოების შესახებ. წლის ბოლოს ჩატარდება ინგლისურენოვან ცენტრ ,,Unique Learning"-ში ინტელექტუალური თამაში( კითხვები დასმული იქნება წაკითხული ნაწარმოებებიდან).
ეს პროექტი სწავლებაში სრულიად ახალი მიდგომაა, რომელიც მიზნად ისახვს მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობას.
ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მოსწავლეები წაიკითხავნ 7 ინგლისურენოვან წიგნს, განიხილავენ მათ, გამართავენ დისკუსიას და ჯგუფები სხვადასხვა ინტელექტუალურ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას.
საბოლოოდ გამარჯვებული ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს ინგლისურ ენაზე გამართულ ინტელექტუალურ შეჯიბრებაში და დაჯილდოვდება პრიზებით.

facebook კომენტარები

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
2 52 23 45 ; 577 69 42 24 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე