წრეები


ლიტერატურული სალონის მუშაობის შედეგად მრავალი ნიჭიერი მოსწავლე გამოვლინდა
სკოლა ,, აკადემოსის“ ლიტერატურული წრის წარმატებული მუშაობის შედეგად დაიბეჭდა შემოქმედ მოსწავლეთა ლიტერატურული კრებული.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ გვერდზე დაიდება ინფორმაცია იმ პედაგოგებზე, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან შემოქმედებითი უნარით, დიზაინერული ხედვით... ამჯერად სკოლაში იხსნება კლუბი "cooking time", რომელსაც წაიყვანს ჩვენი ერთ-ერთი პედაგოგი მეგი ნასყიდაშვილი. კერძების მომზადების პროცესში ყურადღება გამახვილებული იქნება ჯანსაღ პროდუქტსა და დიზაინზე.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და ზრდასრულისთვის, ამაზე ბევრი ინფორმაცია გვსმენია სპეციალისტებისაგან, ეკრანებიდან, პრესიდან თუ ინტერნეტსივრციდან. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკოლამდელი აღზრდისა და სკოლის ასაკში სწორ კვებას. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა “აკადემოსის“ მოსწავლეები განებივრებულნი არიან წრეებითა თუ კლუბებით, სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, გაიხსნა ახალი კლუბი "cooking time", რომელშიც ჩართულნი იქნებიან V-VII კლასის მოსწავლეები.
დაწყებითი  საშემსრულებლო  სამუსიკო  სკოლა   (პორტეპიანო)

მუსიკალური უნარ-ჩვევების გამომუშავება აღზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტია. იგი აყალიბებს მოსწავლეს განათლებულ, კულტურულ ადამიანად, აჩვევს შემოქმედებით საქმიანობას, გამოუმუშავებს მუსიკის მოსმენის უნარს, უვითარებს წარმოსახვით - ასოციაციურ აზროვნებას, მუსიკალურ სმენასა და მეხსიერებას, რიტმის გრძნობას, შეასწავლის უნიკალურ მუსიკალურ დამწერლობას. დაწყებითი საშემსრულებლო სამუსიკო სკოლა 4 -წლიანია. სამუსიკო სკოლის სასწავლო გეგმას შეადგენს შემდეგი მიმართულებები:
• მუსიკალური დამწერლობის შესწავლა, ამოცნობა, გამეორება, შესრულება.
• ტექნიკის დაუფლება.
• ნოტებიდან კითხვის დაუფლება.
• ბგერის იდენტიფიკაცია, ჩაწერა.


პედაგოგი: ნატა ჩხაიძე
აერობიკის წრის ხელმძღვანელია დიანა ცინცაძე.
I - VII კლასის მოსწავლეებს სკოლა ,,კაი ყმა" საშუალბას აძლევს ჭადრაკის წრეზე სიარულის, ყოველ წლიურად ტარდება შიდა სასკოლო ტურნირები და გამარჯვებული მოსწავეელს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ჭადრაკის სასახლეში გამართულ ტურნირებზე.
სკოლა ,,კაი ყმაში'' ფუნქციონირებს ვოკალის წრე, რომელსაც ხელმძღვანელობს ნატა ჩხაიძე .მოსწავლეები სისტემატიურად ღებულობენ მონაწილეობას სხვადასხვა სადღესასწაულო თუ საქველმოქმედო ღონისძიებებში, რომელიც ტარდება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში , ა.ხორავას სახელობის თეატრში, პროფ.კავშირების სახლში, არტ ჰოლში და ა.შ..
სკოლა ,,კაი ყმის" დირექციას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება საცურაო აუზ ,,ოლიმპიკის" დირექციასთან (მდებარე ამერიკის საელჩოსთან). სურვილის შემთხვევაში მოსწავლეებს მოაემსახურება ტრანსპორტი.
წრის ხელმდზგვანელი- ნონა გორგილაძე, პირველივე კლასიდან მოსწავლეები შეისწავლიან საოფისე პროგრამებს  (Word, Exel, Power Point, Moevie maker) და ინტერნეტის გამოყენებას. მათ ეს პროგრამები ეხმარებათ სხვადასხვა საგნებში საინტერესო თემატიკის პრეზენტირებისათვის.
ამჟამად ფერწერისა და თექის წრეს ხელმძღვანელობს მხატვართა კავშირის წევრი მარინა ჯაფარიძე.
სკოლის დაარსების დღიდან სკოლაში გახსნილია ქორეოგრაფიული წრე, რომელსაც ხელმძღვანელობენ ქართული ნაციონალური აკადემიური ანსამბლის (სუხიშვილები) ყოფილი მოცეკვავე-ზაზა ბიბილეიშვილი და ,,როკვას" მოცეკვავე რომა ბიბილეიშვილი. ქართული ქორეოგრაფიის წრის მოსწავლეები სისტემატიურად გამოდიან თბილისის სხვადასხვა თეატრებსა და დარბაზებში-პროფკავშირების სასახლეში, რკინიგზელთა სახლში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე და მარჯანიშვილის თეატრში.
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქრისტიანული სწავლების გაცნობას, ,,ძველი აღთქმა" და ,,ახალი აღთქმა"  პროგრამის ძირითადი ნაწილია. მნიშვნლოვანია ის ფაქტიც, რომ მოსწავლეები ეცნობიან მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიებს.აქვთ გასვლითი გაკვეთილები ტაძრებში  და თვითონვე წარსდგებიან გიდის როლში
თეატრალურ სტუდიას 2000-2008 წლებში ხელმძღვანელობდა ლაშა მესხი . თბილისის სხვადასხვა თეატრის სცენებზე წარმოდგენილი ჰქონათ სპექტაკლები: "ნაცარქექია", "ბუტიაობა", "ჩექმებიანი კატა", "რწყილი და ჭიანჭველა", "კაცია-ადამიანი?!", "წუნა და წრუწუნა", "საშობაო ზღაპარი", "ბურატინო", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "ქეთო და კოტე" და "თოვლის დედოფალი"და სხვა.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
2 52 23 45 ; 577 69 42 24 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე