PTE PROGRAM

დიდი ხანია სკოლა "კაი ყმის" დირექცია თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც საშუალებას იძლევა თითოეულმა ჩვენმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამებში (London, New York, Kiev) ან გაეროს პროექტით გაემგზავრონ კონფერენციაზე დასასწრებად.
2014 წლის სექტემბრიდან, როგორც ცნობილია სკოლაში დაინერგა "TPE YOUNG LERNER'S" პროგრამა, სწორედ ამ პროგრამის ქართველ ორგანიზატორებთან თანამშრომლობის გზით სკოლის დირექციას საშუალება მიეცა ხელი შეუწყოს გაერთიანებულ სამეფოში (დიდი ბრიტანეთი) სასწავლებლად გაუშვას წარმატებული მოსწავლეები (100%-იანი და 70%-იანი დაფინანსებით-საშუალო საფეხური).
HMC-ს სრული დაფინანსება გათვლილია მათთვის, ვის მშობელსაც არ გააჩნია მატერიალური შესაძლებლობა სრულად დაფაროს დიდ ბრიტანეთში სწავლის საფასური.
HMC Project სტიპენდია ერთ წელზეა გათვლილი და წარმატებული სწავლის შემთხვევაში ლონდონის კოლეჯის დირექცია მოსწავლეს დააფინანსებს მომდევნო წელსაც, რის შედეგადაც მას შესაძლებლობა ექნება მიიღოს კონკრეტული კოლეჯის ატესტატი.
ამ პროექტში გამარჯვებული მოსწავლე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება 2015 წლის 28 აგვისტოს.

მსგავსი ამბები

სკოლა ,,კაი ყმის" მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ,დარეგისტრდნენ და მოიპოვონ გრანტები. HMCპროგრამის ფარგლებში ჩვენი ერთ -ერთი მოსწავლე (ქეთევან რუხაძე) უკვე ორი წელია წარმატებით სწავლობს ,,Seaford collage"-ში (100%-იანი დაფინანსებით).
სკოლა კაი ყმის მოსწავლე ქეთევან რუხაძე  2015 წლის 28 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის კერძო კოლეჯების ასოციაციის დაფინანსებით  მიემგზავრება ერთი წლით  "seaford collage"-ში სასწავლებლად, სწავლის ღირებულება შეადგენს 50 000 ფუნტი სტერლინგს.
სკოლის პედაგოგებს კარგად ახსოვთ მარიამ შუკაკიძისა და ნოდარ შუკაკიძის სკოლაში გატარებული წლები. ისინი ყოველთვის იყვნენ წარმატებული მოსწავლეები და აქტიურად ერთვებოდნენსკოლის მიერ შემოთავაზებულ ყველა პროექტში. ამჯერადაც მათ არ უღალატეს ტრადიციას და შემოგვთავაზეს მოსწავლეების ჩართვა მეტად საინტერესო პროექტში უცხოელ წარმომადგენლებთან ერთად. 

facebook კომენტარები

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
2 52 23 45 ; 577 69 42 24 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე