სკოლის კურსდამთავრებულთა სტუმრობა სკოლა ,,კაი ყმა"- ში

სკოლის პედაგოგებს კარგად ახსოვთ მარიამ შუკაკიძისა და ნოდარ შუკაკიძის სკოლაში გატარებული წლები. ისინი ყოველთვის იყვნენ წარმატებული მოსწავლეები და აქტიურად ერთვებოდნენსკოლის მიერ შემოთავაზებულ ყველა პროექტში. ამჯერადაც მათ არ უღალატეს ტრადიციას და შემოგვთავაზეს მოსწავლეების ჩართვა მეტად საინტერესო პროექტში უცხოელ წარმომადგენლებთან ერთად.  ახალგაზრდული ასოციაცია "დრონი" ხშირად მართავს და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის პროექტებს, რომელიც მოიცავს არაფორმალური განათლების მეთოდებს. აღნიშნული მეთოდები განკუთვნილია, როგორც ბავშვებისათვის, ასევე ახალგაზრდებისთვის, რათა მათ ადვილად შეძლონ მიწოდებული ინფორმაციის აღქმა და არაფორმალურ გარემოში დაფიქრდნენ და განიხილონ ისეთი საკითხები, როგორიცაა: მშვიდობის მშენებლობა, მოხალისეობა, ახალგაზრდების ჩართულობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ა. შ.
ჩვენი უცხოელი სტუმრები :ელვირა ანგაილი და ვრატისლავ კრატოჩვილი ჩართულნი არიან ევროპის მოხალისეთა სერვისში და ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს თბილისის სკოლებსა და უნივერსიტეტებში.

ფოტო ალბომი

მსგავსი ამბები

სკოლა ,,კაი ყმის" მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ,დარეგისტრდნენ და მოიპოვონ გრანტები. HMCპროგრამის ფარგლებში ჩვენი ერთ -ერთი მოსწავლე (ქეთევან რუხაძე) უკვე ორი წელია წარმატებით სწავლობს ,,Seaford collage"-ში (100%-იანი დაფინანსებით).
სკოლა კაი ყმის მოსწავლე ქეთევან რუხაძე  2015 წლის 28 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის კერძო კოლეჯების ასოციაციის დაფინანსებით  მიემგზავრება ერთი წლით  "seaford collage"-ში სასწავლებლად, სწავლის ღირებულება შეადგენს 50 000 ფუნტი სტერლინგს.
დიდი ხანია სკოლა "კაი ყმის" დირექცია თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც საშუალებას იძლევა თითოეულმა ჩვენმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამებში (London, New York, Kiev) ან გაეროს პროექტით გაემგზავრონ კონფერენციაზე დასასწრებად.

facebook კომენტარები

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
2 52 23 45 ; 577 69 42 24 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე