TOEFL-ის პროექტი Go English Project

დღეს სკოლა "აკადემოსის" რამდენიმე ჯგუფმა წარმოადგინა Go English-ის პროექტის პრეზენტაციები English Book Education-ის ოფისში.

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამ პროექტში მონაწილეობდნენ III-IV კლასის მოსწავლეებიც, რომლებიც ღირსეულად წარდგნენ აუდიტორიის წინაშე ინგლისურენოვანი პრეზენტაციით.

საყურადღებოა ისიც, რომ მონაწილეთა შორის ყველაზე პატარა ასაკისა იყვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები.

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ კერძო სკოლის მოსწავლეები რესპუბლიკის მასშტაბით.

Go English Project-ის მონაწილეებს საინტერესო პრეზენტაციის წარმოდგენისათვის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.

პედაგოგები:
მარი აბრამიშვილი და მარიამ ნიკოლეიშვილი.

facebook კომენტარები

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე