საერთაშორისო პროექტები 2020-2021წ
 
სკოლა „აკადემოსი“ და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამთა ჯიჯავაძე მონაწილეობენ პროექტში „ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ“. პროექტი რამდენიმეეტაპიანია, რომლის ფარგლებშიც ჩვენი მოსწავლეები აიმაღლებენ კომპეტენციებს, რაც საჭიროა დემოკრატიული საზოგადოებისთვის და ქვეყანაში სამომავლოდ თანასწორობის უზრუნველყოფისთვის. მომავალ სემესტრში ისინი იმუშავებენ პროექტზეც, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ინგლისურენოვანი ინტელექტუალური თამაში ქვიდიჩი (Quidditch _). სკოლა ,,აკადემოსის'' მოსწავლეები ტრადიციას არ არღვევენ და მოხვდნენ ფინალში. გილოცავთ! გისურვებთ წარმატებებს.

,,The King's & Queen's literature Club" დისტანციური სწავლების პროცესის დროსაც სკოლა ,,აკადემოსისი'' მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ინგლისურ კლუბში ,რომელსაც ხელმძღვანელობს English Book Education -ის წამომადგენელი ამერიკელი პედაგოგი Zach Erickson
.მიუხედავად იმისა, რომ 2019-2020 სასწავლი წელი მეტად მძიმე აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის (COVID -19 ბატონობის გამო) სკოლა ,,აკადემოსში"  პატარებმა შეძლეს კარანტინის პირობებში, დისტანციური სწავლების პროცესის დროს ჩაებარებინათ ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელი გამოცდა. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მოგვივიდა შესანიშნავი შედეგები. გილოცავთ!! ნუცა გახოკიძე; მარიამ შარიფაშვილი; ნიკოლოზ წიკლაური; ანასტასია ბაკურია;

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე