შიდა სასკოლო პროექტები 2021-2022წ
სკოლა „აკადემოსში“ ლიტერატურული სალონის -„წიგნის კლუბის“ მუშაობა საინტერესო, აქტიური და ნაყოფიერი იყო. წლის განმავლობაში, ბავშვებმა წაიკითხეს და სიღრმისეულად დაამუშავეს ქართული და უცხოური მხატვრული ლიტერატურა. მონაწილეობა მიიღეს სულაკაურის გამომცემლობის მიერ ჩატარებულ ინტელქტუალურ თამაშში-„ყველაზე წიგნიერი“. წლის ბოლოს, წაკითხული წიგნების მიხედვით, ნახატები და პოსტერები შექმნეს.
ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებს მორგებული რეპერტუარი. ცოცხალი შესრულება აკომპანიმენტის თანხლებით .პროგრამა ითვალისწინებდა როგორც კლასიკური ნაწარმოებების ,ასევე სოლო ,დუეტისა და გუნდური სიმღერების შესრულებას . ხელძღვანელი ნატა ჩხაიძე. სიუჟეტი მოამზადა ბიჭიკო ოჩიგავამ.
სკოლა ,,აკადემოსთან ''არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლ ,დარიალის'' კონცერტი.Tbilisi Art Hall ქორეოგრაფი ზაზა ბიბილეიშვილი.
სკოლა ,,აკადემოსის '' მოსწავლეებმა სკოლის პროექტის ფარგლებში,,კულტურული მრავალფეროვნება''შექმნეს ანიმაცია . ავტორები არიან ნიკა გოგიბერიძე,დემნა ბურდული ,ანა სამსიანი
სკოლაში ჩატარდა კონკურსი
დაზიანებული ნივთების ახალი სიცოცხლე 
ყველაზე კრეატიულმა იდეამ გაიმარჯვა.
კონკურსის წესები
  •  მოსწავლეებს უნდა შეერჩიათ რაიმე გამოუყენებელი ნივთი
  • გადაეღოთ ფოტო ნივთისათვის( პირვანდელი მდგომარეობით)
  • შეექმნათ რაიმე კრეატიული ამ ნივთისგან
  • კომისის წევრების გადაწყვეტილებით გამოვლინდა ყველაზე საინტერესო ნივთის მფლობელი ,რომლის ავტორი კესარია ხუციშვილია . კომისიაში იყნენ როგორც პედაგოგები ასევე თვითმართველობის წევრები. პროექტის ავტორი მარიამ გრიგოლია .
✅21-ე საუკუნის საგანმანათლებლო სივრცეში მოსწავლეთა ტექნოლოგიური უნარების განვითარება ნომერ პირველი გამოწვევაა, რომელიც სკოლა ,,აკადემოსის" დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ენთუზიაზმით მიიღეს. მათ მიერ ,,Scratch"-ის პროგრამის მაღალ დონეზე ფლობის დასტურად გთავაზობთ ანიმაციურ ვიდეორგოლებს, რომლებსაც სხვადასხვა საგნებთან ინტეგრირებით ქმნიან და უვითარდებათ როგორ შემოქმედებითი, ისე ლოგიკური აზროვნებისა და ცოდნის ორგანიზების უნარ-ჩვევები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: ვიდეო რგოლების ავტორები (IV-VI კლასი): ანასტასია არევაძე ელენე ბორცვაძე ნიკოლოზ წიკლაური მარიამ ძიაპშიფა მარიამ გაბრავა დაჩი მელიქიძე ბარბარე გოგონაძე ლუკა თულაშვილი ნინი სამსიანი
პედაგოგი: თინათინ სტურუა.
ბავშვთა სკოლამ, ულამაზეს გარემოში, სიურპრიზებით სავსე დღე მოუწყო თავის უსაყვარლეს მოსწავლეებს. ჩვენი პატარებიც გულმოდგინედ ემზადებოდნენ ამ დღისთვის და დამატებით სასკოლო აქტოვობების ფარგლებში სხვადასხვა ქორეოგრაფიული, მუსიკალური, შემოქმედებითი ნომრები მოამზადეს.
საინტერესო დღე.იტალიის ელჩის ბატონი ენრიკო ვალვოს (Enrico Valvo) მასპინძლობა რეზიდენციაში...მადლობა მას და ქალბატონ მაია მინერვას მასპინძლობისათვის. სკოლა ,,აკადემოსის ''მოსწავლეები, ახალი სასწავლო წლიდან, შეისწავლიან სხვა ენებთან ერთად იტალიურ ენას .შეხვედრაზე ბატონმა ელჩმა და ბატონმა ბერიკა შუკაკიძემ იტალიური ენის წარმატებულ პედაგოგებს გადასცეს დიპლომები,მათ შორის ჩვენი იტალიური ენის პედაგოგსაც