ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირი XXXI საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი.
ბათუმი
28 მაისს ქ. ბათუმში ჩატარდა ,,2016 წლის დარგის ლიდერის"დაჯილდოების ცერემონია XXXI საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.
ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელთა დაჯილდოება. სკოლა ყოველთვის ჯილდოვდებოდა სასაწავლო საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებული განხორციელებისათვის. ბიზნესის კუთხით ეს პირველი ჯილდოა.
საქართველოსა და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად დაჯილდოვდნენ ,,თეგეტა მოტორსის" გენერალური დირექტორი, ,,ყაზტრანსგაზი", ,,ვაიკიკი", ,,ტოიოტას " ცენტრი, ეკა ხოფერია, ლიზა ბაგრატიონი და ეკა ფანგანი ბიზნესში წარმატებებისათვის.
NBR საერთაშორისო კავშირის წარმომადგენლების შემოთავაზებით და სკოლის დირექტორის რეკომენდაციით წარმატებული თანამშრომლები დაჯილდოვდნენ და მათ გადაეცათ სპეციალური ჯილდოები.
ქ-ნ თამარმა წარადგინა ,,კაი ყმის" თანამშრომლები ნომინაციაში
,,წლის ხელმძღვანელი" (პედაგოგი) - თამარ ორმოცაძე
,,წლის სპეციალისტი" (პედაგოგი) - ინგა ჯანელიძე
,,პროფესიული დამსახურებისთვის ( პედაგოგი) - ნინო ჩანტლაძე
,,წლის სპეციალისტი ფინანსები" - ნაზი ჯანანაშვილი -ბრეგაძე
,,ეკონომიკის ვარსკვლავი" ჯილდო გადაეცა ქ-ნ თამარ ჩანტლაძეს სკოლას ,,დარგის ლიდერი -2016წ ".