სიახლეები 2020-2021
კატეგორია - სიახლეები 2020-2021
სკოლა ,,აკადემოსის" დამაარსებლის პროფესორ, იაკობ გოგებაშვილის
სახელობის პრემიის ლაურეატი - იზა ჩანტლაძის ნაშრომი - ორტომეული
წარდგენილია საქართველოს ეროვნულ პრემიაზე. ქართველოლოგიის ეს
მნიშვნელოვანი შენაძენი - ორტომეული მონოგრაფია კოდორის ხეობის
სვანური მეტყველების შესახებ, მომზადებულია პროფესორ იზა ჩანტლაძის
ავტორობითა და ხელმძღვანელობით. ნაშრომის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს
სამენოვანი სვანურ-ქართულ-გერმანული ლექსიკონი, რომლის თანაავტორი და
გერმანული ნაწილის შემსრულებელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის
პრემიის ლაურეატი, ცნობილი ქართველოლოგი პროფესორი ჰაინც ფენრიხი.
,,კოდორული ქრონიკები" (გამოკვლევებითურთ) 2007-2010 და ,,კოდორული
სვანური" (გამოკვლევები, ლექსიკონი, ტექსტები)
00:02 / 17-12-2020
კატეგორია - სიახლეები 2020-2021
ინგლისურენოვანი ინტელექტუალური თამაში ქვიდიჩი (Quidditch ) გილოცავთ
მეორე ტურში გადასვლას. მონაწილეობდნენ: მეა ამირიძე (კაპიტანი),
ნიკოლოზ რუხაძე, ანა ბაღდავაძე, ანა სამსიანი, ირაკლი მანჯავიძე.
23:45 / 16-12-2020
კატეგორია - სიახლეები 2020-2021
ჩვენ წარმატებულ მოსწავლეს, დემეტრე ვარდიაშვილს, ვულოცავთ კინგსის
ოლიმპიადაში (კიგსის ლიგა) პირველობას
23:40 / 16-12-2020