ხედვა და მისია

საზოგადოებასთან და მშობლებთან თანამშრომლობის გზით, განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, მიზნად ვისახავთ თითოეული მოსწავლის აკადემიური, სოციალური, ფიზიკური და ესთეტიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ჩვენი სკოლა ხელს უწყობს ბავშვზე ორიენტირებული გარემოს ფორმირებას. ვცდილობთ, მოსწავლეთა მიღწევები ვაქციოთ უმაღლეს პრიორიტეტად და მის განსახორციელებლად მოვიზიდოთ შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსები

 ”აკადემოსის” მისიაა უსაფრთხო, პოზიტიურ გარემოში ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით და მაღალკვალიფიციური მომსახურებით, წარმატებულ ცხოვრებაზე ორიენტირებული, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღები ღირსეული მოქალაქის ჩამოყალიბება.

სკოლის ძირითდი ღირებულებებია:

ხარისხზე ორიენტირება – ხარისხიანი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა . მაღალი ხარისხის დამატებითი საგანმანათლებლოს სერვისების მიწოდება;

გამჭვირვალობა და ღიაობა – სკოლა ანგარიშვალდებულია სასკოლო საზოგადოების წინაშე, ავრცელებს ინფორმაციას საკუთარი საქმიანობის თაობაზე და ღიაა თანამშრომლობისათვის;

გუნდურობა – სკოლისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობითი კულტურა და ორიენტირება საერთო მიზანზე;

 ● განვითარებაზე ორიენტირებულობა – სკოლა აფასებს საკუთარ საქმიანობას, ეძებს სუსტ მხარეებს და ზრუნავს მათ აღმოფხვრაზე.

სკოლა სწავლებას ახორციელებს ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე.

ა) დაწყებითი – I-VI კლასები Primary education (ISCED level 1);

ბ) საბაზო – VII-IX კლასები Lower secondary education (ISCED level 2);

 გ) საშუალო – X-XII კლასები Upper secondary education (ISCED level 3).