ხედვა და მისია

საზოგადოებასთან და მშობლებთან თანამშრომლობის გზით, განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, მიზნად ვისახავთ თითოეული მოსწავლის აკადემიური, სოციალური, ფიზიკური და ესთეტიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ჩვენი სკოლა ხელს უწყობს ბავშვზე ორიენტირებული გარემოს ფორმირებას. ვცდილობთ, მოსწავლეთა მიღწევები ვაქციოთ უმაღლეს პრიორიტეტად და მის განსახორციელებლად მოვიზიდოთ შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსები

 ”აკადემოსის” მისიაა უსაფრთხო, პოზიტიურ გარემოში ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით და მაღალკვალიფიციური მომსახურებით, წარმატებულ ცხოვრებაზე ორიენტირებული, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღები ღირსეული მოქალაქის ჩამოყალიბება.

სკოლის ძირითდი ღირებულებებია:

● ხარისხზე ორიენტირება – ხარისხიანი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა . მაღალი ხარისხის დამატებითი საგანმანათლებლოს სერვისების მიწოდება;

● გამჭვირვალობა და ღიაობა – სკოლა ანგარიშვალდებულია სასკოლო საზოგადოების წინაშე, ავრცელებს ინფორმაციას საკუთარი საქმიანობის თაობაზე და ღიაა თანამშრომლობისათვის;

● გუნდურობა – სკოლისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობითი კულტურა და ორიენტირება საერთო მიზანზე;

 ● განვითარებაზე ორიენტირებულობა – სკოლა აფასებს საკუთარ საქმიანობას, ეძებს სუსტ მხარეებს და ზრუნავს მათ აღმოფხვრაზე.

სკოლა სწავლებას ახორციელებს ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე.

ა) დაწყებითი – I-VI კლასები Primary education (ISCED level 1);

ბ) საბაზო – VII-IX კლასები Lower secondary education (ISCED level 2);

 გ) საშუალო – X-XII კლასები Upper secondary education (ISCED level 3).

დაწყებითი საფეხურის მისიაა:

 ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;

ბ) საბაზისო უნარების – წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;

 გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.

საბაზო საფეხურის მისიაა:

 საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძვლების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის.

საშუალო საფეხურის მისიაა:

ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება;

ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.