ჩვენს შესახებ
ჩვენი სკოლა 1999 წელს ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ილიას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა იზა ჩანტლაძემ დააარსა.
დღეისათვის სკოლა “აკადემოსი” სასწავლო პროცესის სამივე საფეხურზე წარმატებით არის წარმოდგენილი.
სკოლა გამოირჩევა პედაგოგთა მაღალი კვალიფიკაციით, უცხო ენების გაძლიერებული სწავლებით, საგნობრივი მრავალფეროვნებითა და მცირერიცხოვანი საკლასო პროცესით. “აკადემოსის”
გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სასწავლო, შემოქმედებითი და გასართობი ღონისძიებების დაგეგმვასა და აქტივობებში მოსწავლეების ხარისხიან ჩართულობას.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოსწავლეების შიდასასკოლო, ქვეყნის მასშტაბით თუ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ოლიმპიადებში, კონფერენცებში, პრეზენტაციებში, კონკურსებსა და კონცერტებში. სკოლაში ფუნქციონირებს კლუბები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარ-ჩვევების სტიმულირებასა და გამოვლენას. მოქმედებს გახანგძლივებული რეჟიმი და სკოლამდელი აღზრდის ცენტრი.
მართვა და სტრუქტურა
სკოლის მართვა ხორციელდება დირექციისა და პედსაბჭოს მიერ. სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო, რომელიც ინტენსიურად თანამშრომლობს დირექციასთან და აქტიურადაა ჩართული სკოლის მართვის საკითხების გადაწყვეტაში.
სკოლის სტრუქტურა მოიცავს დირექციას, ადმინისტრაციას, კვების სამსახურს, ტექნიკურ პერსონალს, სტრუქტურულ ერთეულებს და მასწავლებლებს.
დირექცია:
სკოლის დირექტორი თამარ ჩანტლაძე;
დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ლილი მიქელაძე – თულაშვილი;
სასწავლო პროცესის მონიტორინგის ხელმძღვანელი ამჟამად ვაკანტური,
დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში გურამ ბედიანიშვილი,
ადმინისტრაცია:
საქმისმწარმოებელი,
ფინანსური მენეჯერი,
ბიბლიოთეკარი,
ექიმი,
ფსიქოლოგი,
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი,
სამეურნეო მენეჯერი,
იურისტი,
კვების სამსახური:
მზარეული,
ჭურჭლის მრეცხავი;
ტექნიკური პერსონალი:
დამლაგებელი,
უსაფრთხოების თანამშრომელი,
სტრუქტურულ ერთეულები:
პედაგოგიური საბჭო,
საგნობრივი კათედრები,
მოსწავლეთა თვითმმართველობა,
მასწავლებლები: საათობრივი ბადისა და დატვირთვის შესაბამისად