image
image
image

სკოლა ,,აკადემოსის" სარეგისტრაციო ბმული

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე

სკოლა ,,აკადემოსის" საზაფხულო სკოლის სარეგისტრაციო ბმული

საზაფხულო სკოლის სარეგისტრაციო ბმული
მთავარი

ჩვენი მიზანი მაღალზნეობრივი და ეროვნული ფასეულობების მქონე პიროვნებები ჩამოყალიბებაა. ამ მიზნის მისაღწევად სკოლა ცდილობს დაიცვას გარკვეული პრინციპები და განავითაროს სასწავლო და შემოქმედებითი შესაძლებლობები.

სკოლა „აკადემოსის“ უპირატესობა გამოცდილებაა, რომელიც უკვე 24 წელს ითვლის და პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი, რომელთა დაუზარელი შრომის შედეგი აკადემოსელების წარმატებაა.

სკოლა „აკადემოსი“ გამოირჩევა, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობით, რის შედეგადაც აკადემოსელებს ეძლევათ, შესაძლებლობა საერთაშორისო მასშტაბით მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩეოდენენ.

სკოლა წარმოადგენს TOEFL-ის ამბასადორს. რაც კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის აკადემოსს. მოგეხსენებათ რაოდენ მნიშვნელოვანია TOEFL-ის ტესტები, ევროპისა თუ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში.

საქართველოში International College Board-ის მიერ ავტორიზებულ ცენტრად, მხოლოდ რამოდენიმე სკოლა დასახელდა, მათ შორის „აკადემოსიც“ მოხვდა. შედეგად კი მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენს მოსწავლეებს, კიდევ ერთი არაჩვეულებრივი პროგრამა SAT შევთავაზოთ. SAT ინგლისურ ენოვანი საერთაშორისო გამოცდაა, რომელიც საშუალებას აძლებს მოსწავლეს მოხვდეს მსოფლიოში წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, 100% გრანტით. თითოეული აკადემოსელის გამოცდებისთვის მზადებას კი სკოლა სრულად აფინანსებს.

აკადემოსელები ხშირად მონაწილეობენ, როგორც ქართულ, ასევე ევროპულ პროექტებში, მოგზაურობენ და ეცნობიან სხვა ქვეყნების კულტურას, ხელოვნებასა და არქიტექტურას. გლობალიზაციამ შეცვალა სამყარო, აკადემოსი კი განვითარებისთვის აუცილებელ სიახლეებს ყოველთვის მიესალმება. მოსწავლეები ევროპის მიერ შემოთავაზებულ საინტერესო აქტივობებთან ერთად, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაშიც იღებენ მონაწილეობას. მსგავსმა პროექტებმა კი განაპირობა - მრავალი დაგეგმილი მოგზაურობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, ესპანეთსა და სხვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

სკოლა „აკადემოსის“ საერთაშორისო მასშტაბზე გასვლა, თავის მხრივ უცხო ენის მაღალ დონეზე სწავლებამაც განაპირობა. ისწვლება -  როგორც ინგლისური, ასევე იტალიური, ფრანგული და რუსული ენები.

მოსწავლეების წარმატებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, პედაგოგთან ხშირი კომუნიკაციაა, რასაც მცირერიცხოვანი კლასები (10-15 მოსწავლე კლასში) განაპირობებს.

სკოლა აკადემოსში არსებობს კლასგარეშე, არაფორმალური სწავლების კლუბები, რომლებიც თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავს და დიდი წარმატებით ფუნქციონირებს.

  • მენტალური მათემატიკის კლუბი;
  • ქართული ქორეოგრაფია;
  • მუსიკალური ოთხწლედი;
  • ჭადრაკი;
  • ხატვა;
  • სპორტული ცეკვები;
  • სიმღერის წრე;
  • თეატრალური სტუდია;
  • ფეხბურთი;
  • კარატე;
  • წიგნის კლუბი;
  • ლიტერატურული კლუბი;
  • მითოლოგია;
  • ცურვა;
  • ინფორმატიკა;
  • მე-12 კლასში სააბიტურიენტო საათები.


აკადემოსში მოქმედებს მშობელზე მორგებული გადახდის სისტემა. სკოლაში ოჯახიდან ორი ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლებით. ასევე გვაქვს შიდა სასკოლო გრანტი (50%, 70%, 100%) იმისათვის, რომ ყველა მსურველს შეეძლოს აკადემოსში სწავლა.



პირველკლასელთა რეგისტრაცია

სკოლა აკადემოსი International College Board-ის მიერ ავტორიზებული ცენტრი გახდა
სკოლა აკადემოსი International College Board-ის მიერ ავტორიზებული ცენტრი გახდა, რომლის ბაზაზეც, საზღვარგარეთ სწასვლის გაგრძელების მსურველებს, SAT-ის ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ. გამოცდა სისტემატიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლებში და საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 5 სკოლაში. ეს წინგადადგმული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში უმაღლესი სკოლის განათლების პროგრესისათვის.
სკოლა „აკადემოსი“ აცხადებს I კლასელთა მიღებას 2023-2024 სასწავლო წლისათვის
სკოლა „აკადემოსი“ აცხადებს I კლასელთა მიღებას 2023-2024 სასწავლო წლისათვის სწავლის პროცესი 9:00სთ-დან 17:00სთ-მდე (სურვილის შემთხვევაში 18:00სთ-მდე). სკოლა თანამშრომლობს როგორც საქართველოში, ასევე ევროპის უმაღლეს სასწავლებლებთან;
სკოლას აქვს:
  • 23-წლიანი გამოცდილება;
  • პროფესიონალ მასწავლებელთა გუნდი (წამყვანი და უფროსი პედაგოგები);
  • მცირერიცხოვანი კლასები (10-12 მოსწავლე კლასში);
  • მოქმედებს 50%-70%-100%-იანი გრანტი;
  • ოჯახიდან ორი ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში, მოქმედებს ფასდაკლება;
  • მშობელზე მორგებული საფასურის გადახდის სისტემა;
  • პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით უფასო კვება;
  • TOEFL - ამბასადორი, აგრეთვე სკოლა წარმოადგენს SAT -ის გამოცდების ცენტრს;
  • სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ როგორც საქართველოს, ასევე ევროპის ქვეყნების მიერ შემოთავაზებულ საინტერესო პროექტებში;
  • სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში (აშშ);
  • დისტანციური სწავლების შემთხვევაში (საჭიროების დროს)- შეუფერხებელი სასწავლო პროცესი;
  • დაწყებითი საფეხური - საგნობრივი სწავლება (2-ჯერადი კვება);
  • უცხოური ენების ინტენსიური შესწავლა პირველივე კლასიდან;
  • იტალიური ენის შესწავლა მე-5 კლასიდან;
  • საშინაო დავალების სრულყოფილად მომზადება;
  • პროექტებსა და პრეზენტაციებზე მუშაობა;
  • ინგლისური კლუბის ფუნქციონირება მე-4 კლასიდან (English club, რომელსაც უძღვება ინგლისელი პედაგოგი);
  • ლიტერატურული კლუბის ფუნქციონირება (მე-5 კლასიდან, რომელსაც ხელმძღვანელობს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი);
  • სკოლაში ფუნქციონირებს

რამდენიმე წრე:
  • მენტალური მათემატიკის კლუბი,
  • ქართული ქორეოგრაფია,
  • მუსიკალური ოთხწლედი,
  • ჭადრაკი,
  • ხატვა,
  • სპორტული ცეკვები,
  • სიმღერის წრე,
  • თეატრალური სტუდია;
  • კარატე.
  • სურვილის შემთხვევაში მოსწავლეს მოემსახურება ტრანსპორტი;
  • მე-12 კლასში სააბიტურიენტო საათები;   რეგისტრაცია
საახალწლო საჩუქარი - ჰარვარდის დიპლომი
საახალწლო საჩუქარი- ჰარვარდის დიპლომი სკოლა ,,აკადემოსის ''მე-11 კლასის მოსწავლეს ნიკოლოზ გოგიბერიძეს .
როგორც დაანონსდა სკოლა ,,აკადემოსის'' საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ჰარვარდის კომპიუტერული მეცნიერების კურსს გადიან . ლექციებს ჰარვარდის მემორიალური დარბაზიდან ამავე ინსტიტუტის

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას მიმდებარე ტერიტორია, ტერევერკოს ქ. N24
579 13 07 06; 551 04 11 77 ადმინისტრაცია
593 31 40 96; 551 10 99 44
შპს ''აკადემოსი'', საიდენტიფიკაციო კოდი 202061295; ანგარიშის ნომერი TBC BANK; ბანკის კოდი TBCBGE 22; ანგარიშის ნომერი: GE58TB7190536080100001. შპს „აკადემოსი“ ს/კ 202061295; სს „საქართველოს ბანკი“ ა/ა GE77BG0000000954470500

მოგზაურობა





შემოგვიერთდით Facebook-ზე

პარტნიორი ორგანიზაციები