სასწავლო პროცესი

სკოლა “აკადემოსი” მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო სტანდარტებზე აგებული, უმაღლესი ხარისხის განათლება. სკოლის სასწავლო დღის განრიგი – 9:00 – 17:00 (სურვილისამებრ 18:00) საათია; საბაზო საფეხურზე _ 9:00 – 14:00, საშუალო საფეხური კი _ 9:00 – 15:00 საათი. აკადემოსში ასევე მოქმედებს გახანგრძლივებული სწავლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საშინაო დავალების სრულყოფილად მომზადებას. კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობაა _ 14 მოსწავლე.

სკოლა “აკადემოსი” არის SAT გამოცდების ერთ-ერთი პროვაიდერი საქართველოს მასშტაბით და TOEFL-ის ამბასადორი, რომლებიც უზრუნველყოფს სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მზადებას და სკოლის სივრცეში გამოცდის ჩატარებას, როგორც ქართველი, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის.

სკოლა “აკადემოსის” სასწავლო პროგრამა საკმაოდ ვრცელი და შედეგზე ორიენტირებულია. საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ სწავლებასთან ერთად, სკოლა “აკადემოსი” არ კარგავს ეროვნული და ზნეობრივი მატერიების შენარჩუნების მნიშვნელობას. მკაცრად მისდევს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას.

ასევე გამორჩეულია სკოლის მაქსიმალური ყურადღება არაფორმალური განათლებას მიმართულებით, სკოლაში მაღალ დონეზე ფუნქციონირებს სხვადასხვა შემოქმედებითი თუ სპორტული წრეები, როგორებიცაა, რობოტიკა და ინფორმატიკა, სპორტული მიმართულებით –  ჭადრაკი, ფეხბურთი, ცურვა და კარატე, შემოქმედებითი წრეები –  თეატრალური, ფერწერული, ქორეოგრაფიული და მუსიკალური სტუდიები. გაძლიერებული სწავლების წრეები _ ლიტერატურული სალონი, მითოლოგია და მენტალური არითმეტიკა. სკოლა ” აკადემოსს” აქვს თავისი ინტერნეტ ტელევიზია “TV აკადემოსი”, რომელიც გამორჩეულია მოსწავლეების მაღალი ჩართულობით და დიდი წარმატებით. კოვიდ პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ, შეაჩერა ჟურნალისტიკისა და დებატების წრეების ფუნქციონირება, რომელიც საშუალო და საბაზისო საფეხურის მოსწავლეებისათვის, 2023 წლის სექტემბერში აღდგება. სკოლა “აკადემოში” აქტიურად მიმდინარეობს, უცხოური ენების ინტენსიური სწავლება (ინგლისური, იტალიური, ფრანგული და რუსული). Cambridge და TOEFL სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადება; კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის სასერტიფიკატო ტესტებისთვის (KET, PET, FCE) მზადება, პროექტებისა და პრეზენტაციების მომზადება, კონფერენციების ჩატარება და სხვადასხვა სამეცნიერო წრეების მაღალ დონეზე ფუნქციონირება.

სკოლაში არის 24საათიანი დაცვის სამსახური, ექიმი და  ფსიქოლოგი, რაც მოსწავლეებისთვის ქმნის უსაფრთხო და მშვიდ გარემოს. სკოლა “აკადემოსში” ასევე იმართება STEAM საგნებში საკონფერენციო, საოლიმპიადო მეცადინეობები და XI – XII კლასებში სააბიტურო მუშაობა ტექნიკური, ჰუმანიტარული თუ საბუნებისმეტყველო მიმართულებით; როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ საერთაშორისო სივრცეში ადაპტაცია აკადემოსისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ სკოლას ჰყავს არაერთი საერთაშორისო თუ ეროვნული პარტნიორი, რაც უზრუნველყოფს გაცვლით პროგრამებისა და საზაფხულო სკოლების შემოთავაზებებს სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეებისთვის, როგორც საზღვრებს გარეთ (ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, იტალიაში, ესპანეთში და  გერმანიაში), ასევე საქართველოში.