კეთილი სურვილებით აჭრელებული თეთრი პერანგები და ემოციური გამომშვიდობება… თვალცრემლიანი მასწავლებლები და მოსწავლეები…. ბოლო ზარი დაირეკა ჩვენი სკოლის დამამთავრებელი მოსწავლეებისათვის. ემშვიდობებიან მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებლებს და გული სწყდებათ.თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც სასიხარულოა და ყველაზე მთავარი- სტუდენტობისთვის მზადება! სკოლა ცოდნის პატარა ტაძარია. აქედან იწყებ თვალსაწიერის გაფართოებას, ახლის შეცნობას, კულტურას, ზნეობას. მოსწავლეს, როცა საბავშვო ბაღის ასაკიდან ზრდი, შვილივით გიყვარდება… დღეს ბევრი თბილი სიტყვა მოვისმინეთ . განსაკუთრებით, სასიხარულოა ,როდესაც გარკვეული მიზეზების გამო, უცხოეთში საცხოვრებლად გადასული მოსწავლეებიც დღეს ჩვენთან იყვნენ ,(დისტანციურად) მშობლიურ სკოლას არ ივიწყებენ და ისინიც გამოგვემშვიდობნენ . ძალიან გვიყვარხართ! ვისურვებდით, რომ ჩვენს სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ყოფილიᲧოს თითოეული თქვენგანის წარმატების საწინდარი!