სკოლა ,,აკადემოსის ” საბუნებისმეტყველო კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-11 სამეცნიერო პიკნიკში.
მათ წარმოადგინეს საინტერესო ნამუშევრები და მსურველებს აუხსნეს მათ მიერ ჩატარებული სახალისო ცდების მნიშვნელობა.
პიკნიკის მიზანი იყო მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევათა სახალისო ფორმით წარმოჩენა.
აკადემოსელებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.
და, რაც განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ჩვენთვის, დაგვრჩა მნახველების აღფრთოვანებული ჩანაწერები.
დიდი მადლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის.
ხელმძღვანელები:
თამარ რაზმაძე- ქიმიის წამყვანი პედაგოგი, დოქტორი;
თამარ სიგუა-ბიოლოგიის პედაგოგი, დოქტორი;
ანა მელაძე-ფიზიკის პედაგოგი;
თამარ კენკიშვილი-ბუნებისმეტყველების პედაგოგი.
აქვე, გთავაზობთ ინტერვიუს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ქალბატონ ნინო დობორჯგინიძესთან: