6-7 დეკემბერს UCMAS-ის საერთაშორისო შეჯიბრებისა და მსოფლიო თასი 2025-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აკადემოსელები ნინა ლორია და ნიკოლოზ ჯანაშია.
„აკადემოსი“ მრავალი წელია თანამშრომლობს UCMAS Georgia-თან. სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს მენტალური არითმეტიკის წრე.
დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზები გადაეცათ როგორც სკოლას, ისე-ჩვენს მოსწავლეებს.




