თეატრალური სტუდიის წარმატება ფესტივალზე

სკოლა ,,აკადემოსის” თეატრალური სტუდიის წარმატება ფესტივალზე

სტუდიამ მიიღო დიპლომი ნომინაციაში “საუკეთესო სცენოგრაფია”. დიპლომები გადაეცათ სპექტაკლის რეჟისორ ლევან ლეჟავას, მუსიკალურ ხელმძღვანელ ნატა ჩხაიძეს, დირექტორ თამარ ჩანტლაძეს.

სპექტაკლის თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა დიპლომით. გარდა ამისა, სხვადასხვა ნომინაციაში დიპლომი გადაეცათ:

საუკეთესო დუეტი:

თათა მაჭარაშვილი, თეკლა მეზვრიშვილი

მაყურებლის რჩეული:

ვახტანგ კვეკვესკირი (როლი- ჯინი)

მოძრაობაში გადმოცემული სათქმელი:

კესარია ხუციშვილი (როლი- აბუ)

საუკეთესო ეპიზოდური როლი:

თეთუ დევდარიანი (როლი-მოხუცი)

ჟიურის რჩეული:

დემეტრე კუპრიაშვილი (როლი-ჯაფარი)

სახასიათო როლის საუკეთესო შესრულება: მათე მაზანიშვილი (როლი- იაგო)

საუკეთესო შესრულება:

დამიანე ტერელაძე (როლი- ალადინი)

ვულოცავთ “აკადემოსის” თეატრალურ სტუდიასა და მის მსახიობებს ამ წარმატებას!