ჩვენი მიზანი მაღალზნეობრივი, ეროვნული და საზოგადოებრივი ფასეულობების მქონე პიროვნების ჩამოყალიბებაა. ამ მიზნის მისაღწევად სკოლა ცდილობს დაიცვას გარკვეული პრინციპები და განავითაროს სასწავლო და შემოქმედებითი უპირატესობები.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო, პოზიტიური და მეგობრული გარემო, საერთაშორისო მასშტაბით მოსწავლეებისთვის უსაზღრო შესაძლებლობების მინიჭება და დიდ მნიშვნელობს ვანიჭებთ, პირველი კლასიდან უცხო ენების მაღალ დონეზე სწავლებას.
სკოლა “აკადემოსი” გთავაზობთ:
- სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული ინდივიდუალური მიდგომით;
- მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამების მუდმივი სრულყოფა-განახლება;
- კონფერენციებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა;
- ეროვნული ფასეულობებისა და ღირებულებების გაზიარება-შემეცნებაზე მიმართული საგნების სწავლება;
- გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა;
- კულტურული ღონისძიებები _ თეატრალური, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ფესტივალები, საზღვრებს გარეთ მოგზაურობები;
- გახანგრძლივებული ტრენინგ-ჯგუფები ორჯერადი კვებით;
- სოციალური დაცვის ფუნქცია _ გარემოში არსებული რისკ-ფაქტორების შემცირება და ოჯახური მდგომარეობით გამოწვეული პრობლემების მოგვარება-დახმარება;
- უცხოური ენების გაძლიერებული სწავლება (ინგლისური, რუსული, იტალიური, ფრანგული);
- დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;
- სკოლამდელი აღზრდის ცენტრი (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ჯგუფები).