სპექტაკლი “თოვლის დედოფალი” ფესტოვალზე _ “ფანტელი”


შემოქმედებითი ასოციაცია ,,რევერანსის” ორგანიზატორებმა ბაკურიანში მოაწყვეს თეატრალური ფესტივალი ,,ფანტელი ”, რომელშიც თბილისის თეატრალურ სტუდიებთან ერთად მონაწილეობას იღებდა სკოლა „აკადემოსიც“.

სკოლა ,,აკადემოსის” თეატრალური სტუდიის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა _ „თოვლის დედოფალი“ _ დიდი მოწონება დაიმსახურა.  შედეგად კი რამდენიმე ნომინაციაში შეძლო გამარჯვების მოპოვება:

  • ნომინაციაში „ორიგინალური მხატვრული გადაწყვეტა“ _ დიპლომი გადაეცა სკოლა „აკადემოსს“.
  • ნომინაცია „საუკეთესო დუეტი“ _ დიპლომი გადაეცა აკადემოსის მოსწავლეებს, ნინი ხავთასს და დაჩი ქოიავას, ყვავების როლის შესრულებისთვის;
  • ნომინაციაში ,,საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ” _ დიპლომი გადაეცა თორნიკე ბედიას, მეფის როლის შესრულებისთვის;
  • ასევე მადლობის სიგელები გადაეცათ: თეატრალური სტუდია „აკადემოსის“ რეჟისორს ბ-ნ ლაშა გოგნიაშვილს, სკოლა ,, აკადემოსის” დირექტორს თამარ ჩანტლაძეს და აკადემოსის მუსიკალური სტუდიის ხელმძღვანელ ნატა ჩხაიძეს”.