არაფორმალური განათლება


  მიდმინარე სასწავლო წლის 20 ნოემბრიდან სკოლა აკადემოსის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ყოველ პარასკევს არაფორმალური განათლების ფარგლებში ,,პროფ. ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის” საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთიულ შეხვედრებს დაესწრებიან. შეხვედრების მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ თავიანთი უნარების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების იბიექტურად შეაფასება და მათი გათვალისწინება მომავალი პროფესიების არჩევის პროცესში. შეხვედების ფარგლებში ყურადღება გამახვილდება პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და საჭიროებაზეც, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის შესაძლებლობაც მიეცემათ