“აკადემოსს” კიდევ ერთი, სკოლის მიერ დაფინანსებული, კლუბი შეემატა – რობოტიკა.
როგორც ვიცით სკოლა “აკადემოსი” ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არაფორმალურ განათლებას, რასაც მოწმობს თითოეული სკოლის კლუბის წარმატებული ფუნქციობირება.
სწორედ არაფორმალური განათლების ფარგლებში, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შეიქმნება საინტერესო ჯგუფური და ინდივიდუალური პროექტები _რობოტიკის კლუბი.
რობოტიკის კლუბში მოსწავლეები შეისწავლიან თანამედროვე მიდგომებს კომპიუტერულ მეცნიერებებში. კურსი მოსწავლეებს დაეხმარება ციფრული სამყაროსთვის შესაბამისი აზროვნებისა და „სამომავლო მიზნებისთვის“ აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში.
კურსის მონაწილეები დაეუფლებიან პროგრამირების ენების თავისებურებებს. კლუბი მოსწავლეებს შესძენს, ციფრული მოწყობილობების დაპროგრამების, რეგულირებისა და მართვისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების საფუძვლებს.