ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წელს დააწესა ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ და 1950 წლიდან მოყოლებული ყოველ 1 იანვარს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია, შეახსენოს საზოგადოებას ახალი თაობის ჯანმრთელობასა და აღზრდა-განვითარებაზე ზრუნვის აუცილებლობა.
სკოლა “აკადემოსში” ეს დღეც, როგორც ყოველთვის ძალიან ფერადი და ლამაზი იყო. ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, განსაკუთრებით კი ვულოცავთ ჩვენს პატარა აკადემოსელებს. გისურვებთ ბედნიერ და ლაღ მომავალს. ყველა თქვენგანს აქვს შესაძლებლობა, შეცვალოს სამყარო უკეთესობისაკენ!
1 იანვარი სკოლა “აკადემოსში” უამრავი აქტივობით დატვირთული დღე აღმოჩნდა.
- “მხიარული სტარტები” – დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის
- ფრენბურთი – მასწავლებლებისა და მოსწავლეების მონაწილეობით
- ფეხბურთში
- ჭადრაკის ტურნირი
- ნახატების გამოფენა
- მხიარული პიკნიკი ჩვენს მწვანე ეხოში და უამრავი სასიამოვნო ემოცია.
დღის ბოლოს კი მადლობის სიგელებით, დიპლომებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში იყვნენ გამორჩეულად აქტიურები, არაფორმალური განათლების კუთხით, სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებში.