XII კლასელების თეატრალური საღამო 2016-2017


2017 წლის 25 მაისს მე-12-კლასელებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სპექტაკლის სცენარი მოსწავლეებმა დაწერეს. ასევე მოამზადეს ფილმი, რომლის რეჟისორებიც თავად გახლდნენ. ,,აკადემოსს“ წელს სამი მედალოსანი ჰყავს (სამივე ოქრო), ვახტანგ ღლონტი, მეგი თორდია, საბა აფაქიძე, მათს მშობლებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის სიგელები.
ქეთევან რუხაძის დედა კი დაჯილდოვდა სიგელით ,,სამაგალითო შვილის აღზრდისათვის“. მე-12-კლასელებმა თითოეულ მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს სიყვარულისთვის, მზრუნველობისთვის, გაწეული ღვაწლისათვის ; სკოლის დირექტორი, თამარ ჩანტლაძე, კი დააჯილდოვეს თასით – ,,საუკეთესო დირექტორი“ და პესრსონალურად მას მიუძღვნეს სიმღერა. სკოლა ,,აკადემოსი“ თითუეულს ულოცავს სკოლის დამთავრებას, ცხოვრების ახალ ეტაპზე კი უისურვებს წარმატებებს და წინსვლას.