დედამიწის დღესთან დაკავშირებით ისრაელის საელჩომ სკოლის მოსწავლეებთან ერთად არტოს ბაღში ხეები დარგო. “აკადემოსის” მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ელჩმა რან გიდორმა და მოსწავლეებმა რამდენიმე ახალი ხე შემატეს ბაღს. “თუ ხალისით აკეთებ საქმეს, უკეთესობისკენ იცვლება არა მხოლოდ გარემო, არამედ – შენც” – აღნიშნა ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა.